16 წლის ვარდუი გალაჩიანი სკოლაში სწავლობს და პარალელურად მოხალისეობრივ საქმიანობაში აქტიურად არის ჩართული. 2022 წელს ვარდუი საქართველოში ერთ-ერთ საუკეთესო მოხალისედ აღიარეს. მოხალისეობა მისთვის ცხოვრების წესია.
ვარდუი წალკის რაიონის სოფელი აშხალადანაა. იგი სხვადასხვა პროგრამებში მონაწილეობს და როგორც ამბობს, მისი ერთადერთი მიზანი მაქსიმალური გამოცდილებისა და ცოდნის მიღებაა. მე-11 კლასის მოსწავლეს მოხალისეობა შესანიშნავი აკადემიური მოსწრების მიღებაში ხელს არ უშლის.
გმირის თქმით, როდესაც მოხალისეობის დაწყების შემდეგ სამყაროზე შეხედულება მთლიანად შეეცვალა. თვითგანვითარება დაიწყო, რათა თანატოლებისთვის თავისი ცოდნის გაზიარება შეძლოს. სხვების დახმარებით ის საკუთარ თავსაც ეხმარება.
ვარდუი დარწმუნებულია, რომ მოხალისეობის უნარი ახალგაზრდებს ადრეული ასაკიდანვე უნდა განუვითარონ.
„ახალგაზრდებმა თავიანთი სოფლის, რაიონისა და ქალაქისთვის ყველაფერი უნდა გააკეთონ, რაშიც მნიშვნელოვან როლს მოხალისეობა თამაშობს“.
იგი ახალგაზრდებს მობილურ ტელეფონზე „ჩამოკიდების“ ნაცვლად, ურჩევს ბევრი წაიკითხონ, ფილმებს უყურონ და საკუთარი თავი განავითარონ.