თაგუი სააკიანი ასპინძის რაიონის სომხებით დასახლებული ერთადერთი სოფლიდან, დამალადან არის. მცირე ასაკის მიუხედავად, ძალები რიგ სფეროებში მოსინჯვა და მრავალ აქტივობაში მიიღო მონაწილეობა, სოფლის განვითარებაში საკუთარ წვლილიც შეიტანა. თაგუი ამჟამად უმაღლეს სასწავლებელში იღებს განათლებას და თვლის, რომ ცვლილებებს როგორც საკუთარ, ისე საზოგადო ცხოვრებაშიც შეიტანს.

19 წლის გმირმა დაწყებითი განათლება დამალას საჯარო სკოლაში მიიღო, ახლა კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მეორე კურსზე სწავლობს.

tagihii

საკუთარი ინტერესებისკენ სწრაფვა 4 წლიდან, ცეკვის მეცადინეობებით დაიწყო. თაგუიმ მსახიობობაც სცადა, სკოლაში სპექტაკლი დადგა და ქვეყნის მასშტაბით მეორე ადგილი დაიკავა. მონაწილეობა მიიღო კითხვისა და ხელნაწერის კონკურსებშიც და პირველი ადგილი დაიკავა.

სკოლის წარმატებები მე-7 კლასიდან დაიწყო. ყველაზე მნიშვნელოვნად კონკურსს „ჩემ ევროპას“ თვლის.

„2000 მონაწილიდან მხოლოდ 8 შეირჩა და ერთ-ერთი მე ვიყავი. პროგრამის ფარგლებში ტრენინგებში ვმონაწილეობდი და უკან დაბრუნება შევძელი, რათა ჩემი ცოდნა სკოლისთვისაც გამეზიარებინა. მანამდე სხვანაირად ვფიქრობდი. ქართველებთან ურთიერთობის შემდეგ მომავალ პროფესიაზე სერიოზულად დავიწყე ფიქრი, საკუთარი თავი პოლიტიკურ სფეროში უფრო მეტად დავინახე და ამ თემატიკის გადაცემებში მივიღე მონაწილეობა. „პოლიტიკა და მე“ გამორჩეული კონკურსი იყო – ესეს წყალობით ჯილდოსთან ერთად მეორე ადგილიც დავიკავე“.

თაგუმ ახალგაზრდული იდეის პროგრამაშიც მონაწილეობდა. მისი წყალობით გრანტი მოიპოვა, რომლითაც სოფლისა და ელექტრონული ჭადრაკი სკოლისთვის ნაგვის ურნები და სკამები შეიძინა. სკოლის წლებში, როგორც აქტიურმა ახალგაზრდა გოგონამ, თურქეთში, კაპადოკიაში, იმოგზაურა და ადგილობრივ კულტურას გაეცნო.

taguhi 1

„როდესაც პირველ კურსზე გადავედი, ენის მცირე პრობლემა მქონდა, რადგან თავდაჯერებულობა მაკლდა და შეცდომების მეშინოდა. ცხოვრებაში სირთულეები მეტ-ნაკლებად ყველას აქვს. გამონაკლისი არც მე ვარ, მაგრამ ყოველთვის ვცდილობ, მათზე არ ვიყო დამოკიდებული და ოცნებებზე გავლენის მოხდენის უფლება არ მივცე. ყოველ ჯერზე, როცა ახალ გამოცდას გადავლახავ, ჩემს შესაძლებლობებში მეტად ვრწმუნდები. მამა ყოველთვის მეუბნება, რომ თუ საკუთარი თავისა და შესაძლებლობების გჯერა, სხვა საწინააღმდეგოს ვერ დაგიმტკიცებს. ეს სიტყვები ყოველ ახალ ნაბიჯზე მეხმარება“.

tag

თაგუის სურს საზოგადოებაში, იქნება ეს სოფლის თუ ქალაქის, კუთვნილების პრინციპი შეცვალოს, რადგან ეს ბევრი ადამიანის ოცნებაზე მოქმედებს. საკუთარ ოცნებებზე საუბრისას აღნიშნავს, რომ სურს კარგი სპეციალისტი გახდეს და სომხეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების განმტკიცებაში შეძლებისდაგვარად მნიშნელოვანი როლი ითამაშოს.

თაგუიმ ცოდნის გასაღრმაველად რონდელის ფონდის პროგრამაში „მონაწილეობის პოლიტიკა და ეროვნული უმცირესობები“ მიიღო მონაწილეობა.

rondeli

თაგუი სააკიანს თავისუფალი დრო თითქმის არ აქვს, თუმცა განტვირთვისთვის გიტარაზე უკრავს.