ინიციატივის “ჭკვიანი სოფლების” ფარგლებში ახალქალაქის განვითარების ჯგუფი (LAG) პროექტს აფართოებს და ახალგაზრდულ საგანმანათლებლო ცენტრებს ამერიკის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით კიდევ ორ სოფელში – კარწახსა და კოთელიაში გახსნის.
პროექტის “ჭკვიანი სოფლების” ფარგლებში ორი სკოლა კომპიუტერული და საკონფერენციო ტექნიკით აღიჭურვება და ამისთვის ახალქალაქის განვითარების ჯგუფმა (LAG) სოფლები კარწახი და კოთელია შეარჩია.
სოფლის დასახლებაში საგანმანათლებლო და ციფრული ცენტრების შექმნა ხარისხიანი განათლებისთვის მისაღებად დისტანციის პრობლემებს მოაგვარებს. საგანმანათლებლო რესურსებსა და კომუნიკაციებზე ხელმისაწვდომობა შორეულ სოფლებში მცხოვრები ადამიანებისთვისაც გაუმჯობესდება. ამ გზით ცენტრები ახალ შესაძლებლობებს, განათლების მიღების სხვადასხვა საშუალებებსა და წყაროებს იძლევიან, რომლებიც აქამდე ხელმისაწვდომი არ იყო.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ყველა მცხოვრებს მიეცემა საშუალება საბაზისო ცოდნა მიიღოს და საზოგადოების სრულფასოვანი წევრობისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები განავითაროს.
პროექტის ფარგლებში კოთელიასა და კარწახის სოფლის სკოლები 10 კომპიუტერს, 2 ინტერაქტიულ დაფას, ავეჯს და სხვა ინვენტარს შეიძენენ, რომლებსაც სხვადასხვა ტრენინგებზე გამოიყენებენ.
საქონლის შესყიდვაზე ტენდერი უკვე გამოცხადდა, მაგრამ სავარაუდოა, ტექნიკა სკოლებს მომავალ წელს გადაეცემა.