24-25 დეკემბრის ღამეს ჯავახეთში მცხოვრები კათოლიკეები შობას აღნიშნავენ. Jnews-ი შეეცადა გაერკვია, რა განსხვავებაა შობის აღნიშვნის ამ ორ თარიღებს შორის?
სურბ ხაჩ ეკლესიის მღვდელმსახურის, ტერ ნარეკ ტიგრანიანის თქმით, ადრეული ქრისტიანები შობას 6 იანვარს (5-6 იანვრის ღამეს) აღნიშნავდნენ და სომხურ სამოციქულო ეკლესიაში დღემდე ასე ხდება.
„ქრისტიანობის ადრეულ პერიოდში შობას ყველა 6 იანვარს აღნიშნავდა, შემდეგ, IV საუკუნიდან, რომის იმპერიის ხანაში დღესასწაულს 25 დეკემბერს (24 -25 დეკემბრის ღამეს) ზეიმობდნენ. მიზეზი ის წარმართული მიდგომებია, რომლებიც სახელმწიფო დონეზე შეინარჩუნეს. ხალხი კი მიეჩვია და შობას 25 დეკემბერს აღნიშნავს”,- განმარტავს ტერ ნარეკ ტიგრანიანი.
IV საუკუნემდე ნათლობა და ქრისტეს შობა 6 იანვარს აღინიშნებოდა. ამ დღეს უკავშირდებოდა მოგვების თაყვანისცემა და გალილეის ქორწილში წყლის ღვინოდ გადაქცევა, ხალხის სიმრავლის გაჯერება (აფრიკულ ეკლესიაში). ყოველივე მაცხოვრის ღვთაებრივი ძალის რეალიზებად განიხილება.
ტერ ნარეკ ტიგრანიანის თქმით, სომხურ კათოლიკურ და სომხურ სამოციქულო ეკლესიებში საშობაო წირვა-ლოცვაში განსხვავება თითქმის არ არის. ხშირად ეს ეკლესიები შობას 2-ჯერ, 25 დეკემბერს და 6 იანვარს აღნიშნავენ.
მისივე განმარტებით, გადამწყვეტი მიშვნელობა არ აქვს შობას რომელ დღეს აღნიშნავენ. არცერთ თარიღს იესო ქრისტეს ნამდვილ დაბადების დღესთან კავშირი არ აქვს. ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ ახალ წელს შობაზე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ.
„ახალი წელი მხოლოდ წლის დასასრული და ახალ წელიწადში შესვლის თარიღია. საბჭოთა კავშირისას, შობის მნიშვნელობის შესამცირებლად, პირველ ადგილზე ახალი წელი დააყენეს. ამ დღეს უბრალოდ ჩვენი წელი უნდა გავაანალიზოთ – რა დავკარგეთ, რა მოვიგეთ, რა გავაკეთეთ და ა.შ. ტრიუმფითა და სავსე სუფრებით 6 იანვარი უნდა აღვნიშნოთ. 31 დეკემბერს კი წინასაშობაო მარხვა მოქმედებს და საეკლესიო წელი 6 იანვარს იწყება”.