ახალქალაქის მოსახლეობა დილით ადრიდან ამირანის გორაზე ადიან, დღეს ახალქალაქელები “ცრატონს” აღნიშნავენ.
კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, ახალქალაქის მოსახლეობა დილის 6 საათიდან ამირანის გორაზე ადიოდა. ამირანის გორის თავზე არის სიწმინდეები, სადაც ახალქალაქელები ყოველწლიურად 6 მაისს სალოცავად ადიან.
არსებობს ლეგენდა, რომ ამ დღეს არ შეიძლება მუშაობა. სოფლებში ხალხს სჯერა, რომ ძველად, როდესაც ამ დღეს იმუშავებდნენ, ხელები და ფეხები დაუმახინჯდებოდათ. თუ ისინი იძულებულნი იყვნენ რამე გაეკეთებინათ, მუშაობის შემდეგ დაუყოვნებლივ ქერს თესავდნენ. სჯეროდათ, რომ თუკი დათესილი ქერის ნერგები დახრილი გაიზრდებოდა, ამით სასჯელს მიიღებდნენ.
ეს დღესასწაული “მნიშვნელოვანია” ორსული ქალებისთვისაც. ორსულ ქალებს ჯავახეთში ამ დღეს “ეკრძალებათ” რაიმეს გაკეთება, განსაკუთრებით კი ბასრი საგნების გამოყენებით. ჯავახეთში ამტკიცებენ, რომ თუ იმ დღეს ორსული ქალი რამეს აკეთებს, ბავშვი ნიშნით იბადება. ამიტომ ჯავახეთში 6 მაისი უქმე დღეა, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით.