ახალქალაქის საახალწლოდ ჯერ კიდევ რთავენ, მთავარ ზონად ხას ბახჩას პარკი შეირჩა. ნაძვის ხე დამონტაჟდა, მაგრამ ჯერ არ მოურთავთ.
ახალქალაქში ახალი წლის მორთულობაზე მუშაობენ. წელს ცენტრალურ ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ნაძვის ხის ცენტრალურ მოედანზე აღარ დაამონტაჟეს. თავდაპირველად მას ხას ბახჩას პარკსა და თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე სპორტულ მოედანს შორის დგამდნენ, მაგრამ საბოლოოდ ნაძვის ხე პარკის შიგნით დაამონტაჟეს.
ბრჭყვიალა გირლანდები ძირითადად ქალაქის ცენტრში, მერიის წინ მდებარე მოედანსა და ხაჩ ბახჩას საქალაქო პარკში განათავსეს. მასშტაბური ზეიმი 26 დეკემბერს გაიმართება.
ახალქალაქის მოსართავად, განათებისთვის, დეკორაციისთვის, ატრიბუტებისთვის, ახალქალაქის 10 მეტრიანი ნაძვის ხის დეკორაციის შესყიდვისთვის 60 000 ლარიანი ტენდერი გამოცხადდა. ხეს დიზაინერი მორთავს.
ყველა სადღესასწაულო ატრიბუტისა და ნაძვის ხე ახალქალაქის სერვისცენტრი ამონტაჟებს. ახალი მორთულობასა და დიზაინერზე პასუხისმგებელი ტენდერში გამარჯვებული ინდმეწარმე სირაკან ზაქარიანია.
გასულ წელს ადგილობრივმა ბიუჯეტმა ქალაქის გაფორმებისთვის 40 000 ლარი დახარჯა. მოეწყო ძალიან საინტერესო საახალწლო ღონისძიებაც.