ახალქალაქში თითქმის ყოველდღე შეხვდებით სატვირთო მანქანებს, რომლებიც შეცდომით ხვდებიან ქალაქის ცენტრში და პოლიციის თანხლებით მიდიან მათთვის საჭირო მიმართულებით. ამის გამო ყოველ ჯერზე ქალაქის ცენტრში მოძრაობა ფერხდება.
სოფელ ხოსპიოს გასაყართან და ვაჩიანისკენ გადასახვევთან „ტრანზიტული მოძრაობის“ ნიშანი მარცხნივ, ვაჩიანის გზატკეცილისკენ მიუთითებს. შეცდომას კი უცხო ნომრიანი სატვირთო მანქანები უშვებენ, მიდიან ქალაქის ცენტრში, მაშტოცის ძეგლამდე მიდიან, შემდეგ კი საპატრულო პოლიცია უჩვენებს სწორ მიმართულებას. თუმცა მანამდე ქალაქის ცენტრში მოძრაობა პარალიზებულია.
რატომ ხვდებიან სატვირთო მანქანები ქალაქის ცენტრში?
ამ მონაკვეთში, გარდა „ტრანზიტული მოძრაობა“ ნიშნისა, სხვა ამკრძალავი ან შემზღუდველი საგზაო ნიშანი არ არის, რომელიც უფრო მკაფიოდ მიუთითებდა მძღოლებს მოძრაობის მიმართულებაზე. ქალაქში, “ვსტრეჩას” სახელწოდებით მონაკვეთთან (თავისუფლება-დარბინიანის გზაჯვარედინზე) წარწერაა – “სატვირთო მანქანების შემოსავლა აკრძალულია”, მაგრამ ის ძალიან ძველია და მხოლოდ საფუძვლიანი ძიების შემდეგ თუ იპოვით.
ქალაქის სახელმწიფოთაშორის გზებს “ჯავახავტოგზა” ემსახურება, რომლის აღმასრულებელმა დირექტორმა JNEWS-ს შემდეგი ინფორმაცია მიაწოდა:
„პროექტის მიხედვით გათვალისწინებული საგზაო ნიშანი დამონტაჟდა, მაგრამ შეიძლება კვლავ შეიცვალოს. საგზაო ნიშანი – „სატვირთო მანქანები შემოსვლა აკრძალულია“ – პრობლემურია, რადგან ყველა სატვირთოს შემოსვლას ვერ ავუკრძალავთ. თუ მერიიდან მოგვმართავენ და სამუშაოში ჩავერთვებით, ალტერნატივას მოვძებნით “, – განმარტავს “ჯავახავტოგზას” დირექტორი ნოდარ ინასარიძე.
ახალქალაქის მერი მელქონ მაკარიანი ამბობს, რომ მძღოლების შეცდომები ყველას უხერხულობას უქმნის, საგზაო ნიშნები კი პროექტის მიხედვით დამონტაჟდა.
„თუ ისეთ საგზაო ნიშანს დავაყენებთ, რომელიც სატვირთო მანქანების გადაადგილებას კრძალავს, მაშინ ხალხი საქონელს მაღაზიებში ვერ მიიტანს, რადგან სწორედ სატვირთები აწვდიან სხვადასხვა სამშენებლო მასალას თუ სხვა პროდუქტს ბიზნესს. მათი მოძრაობა ყოველთვის პრობლემაა. თუ ტერიტორიაზე სატვირთოს ამკრძალავი საგზაო ნიშანს დავაყენებთ, ამას იმ მოქალაქეებისგან მოჰყვება პროტესტი, რომლებსაც ამ რაიონში მაღაზიები აქვთ. საგზაო ნიშნების დამონტაჟების კი სპეციალისტები საპატრულო პოლიციასთან ათანხმებენ “, – აცხადებს მერი.
მას შემდეგ, რაც პროექტის მიხედვით საგზაო ნიშნები დამონტაჟდა, სატვირთო მანქანები კიდევ ბევრჯერ მოხვდებიან ქალაქის ცენტრში.