ახალქალაქისა და ნინოწმინდის ზოგიერთ სოფელში გაზი არ არის

ახალქალაქისა და ნინოწმინდის ზოგიერთ სოფელში გაზი არ არის

დღეს, დილით, დმანისთან ახლოს, გაზის ცენტრალურ მილსადენზე მომხდარი ავარიის გამო, ახალქალაქისა და ნინოწმინდის ზოგიერთ სოფელს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუჩერდა და საღამოს აღდგება.

დმანისთან ახლოს, დღეს, დილით, იყო ავარია, გასკდა 600 მმ-ის სისქის გაზის მილი.

“ეს კონკრეტულად ჩვენზე არ არის დამოკიდებული, დეტალები არ ვიცით, ეს არის ცენტრალური გაზგაყვანილობა და კორპორაცია “ტრანს გაზს” ეკუთვნის”, – აცხადებს კომპანია SJGC-ს აღმასრულებელი დირექტორი რაზმიკ ღუმაშიანი.

ამ დროისთვის გაზი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 6 სოფელს არ მიეწოდება. ესენია : კუმურდო, კიროვაკანი, ჩამდურა, ვაჩიანი, მურჯახეთი და დილისკა. რაც შეეხება ქალაქ ახალქალაქს, იმ შემთხვევაში, თუ  აღდგენილი სამუშაოების დასრულებამდე არ დაეცემა წნევა, გაზი არ გაითიშება. მუნიციპალიტეტის დანარჩენ სოფლებს გაზი მიეწოდება.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში გაზი შემდეგ სოფლებს მიეწოდებათ: პატარა ხორენია, ჯიგრაშენი, დიდი გონდურა, მამზარა, დილიფი, პატარა გონდურა, ყულალისი. დანარჩენ სოფლებში და ქალაქ ნინოწმინდაში გაზი არ არის.

რაზმიკ ღუმაშიანი მოსახლეობას გაზის მიწოდების განახლებას დღის ბოლომდე ჰპირდება.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე