3 ოქტომბერს, სამცხე–ჯავახეთისა და წალკის სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებლური ეპარქიის თითქმის ყველა მოქმედ ტაძარში ლოცვა აღავლინეს.
ერის ერთობლივი ლოცვისას, რომელიც ყარაბაღისა და თავდაუდებლად მებრძოლი თანამემამულეთათვის ახალქალაქის “სურბ ხაჩის” ეკლესიაში აღავლინეს, წმინდა საყდართან მუხლმოდრეკილმა მორწმუნეებმა, გამარჯვებული სომხური ჯარის მამაცი მეომრებისათვის ილოცეს და ყოვლისშემძლე უფალს ომის ადრეული და გამარჯვებული დასრულება სთხოვეს,- იუწყება ჯავახეთის გენერალური ვიკარიატის პრეს-სამსახური.
სომხეთის უზენაესი პატრიარქისა და სომეხთა კათოლიკოსის, უწმინდეს გარეგინ II-ის მეთაურობით, დიასპორის ყველა ეპარქიის ყველა მონასტერსა და ეკლესიაში არცახისა და პატრიოტი დამცველების მხარდასაჭერად ერთიანი ლოცვა აღევლინა.