დღეს, 28 ივლისს, ახალქალაქის სურბ ხაჩის ეკლესიის ეზოში, სამცხე-ჯავახეთსა და წალკაში სომხური სამოციქულო ეკლესიის ვიკარიატის საგანმანათლებლო, კულტურული და ახალგაზრდული ცენტრის „არქიეპისკოპოსი კარაპეტ ბაგრატუნის“ საცეკვაო კოლექტივის „ზარტონქის“ საანგარიშო კონცერტი გაიმართა. ამის შემდეგ საცეკვაო ჯგუფების „ზარტონქისა“ და „ვაჩიანის“ მონაწილეობით გაიმართა ფესტივალი.
„ზარტონქის“ საანგარიშო კონცერტი დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. შემდეგ „ზარტონქს“ შეუერთდა ცეკვის ანსამბლი „ვაჩიანი“, და ტრადიციისამებრ გაიმართა ცეკვის ფესტივალი.
საცეკვაო კოლექტივის „ზარტონქის“ დამფუძნებელმა, ქორეოგრაფმა ნასლეტ ქეიანმა მოგვიყვა, რომ ვიკარიატის ხელმძღვანელის, მეუფე ვარდაპეტ ტერ ნშან ჰამაიაკიანის ხელმძღვანელობითა და ლოცვა-კურთხევით ახორციელებს მრავალ საცეკვაო პროგრამას და მონაწილეობს მრავალ ფესტივალში.
„ყოველ წელს ვატარებთ ყოველწლიურ საანგარიშო კონცერტს, წარმოგიდგენთ რა დადგმები გვაქვს ახალი, რა ახალი ცეკვები ვისწავლეთ. ჯგუფის მთავარი მიზანია ტრადიციული ცეკვების ამაღლება და გავრცელება. ჩვენ ვცეკვავთ მხოლოდ ტრადიციულ ცეკვებს. ყოველწლიურად ვაწყობთ მოგზაურობებს და ტურებს თბილისში, ბორჯომში, ახალციხეში, ეჩმიაძინში. ბევრ ფესტივალში ვმონაწილეობთ და, რა თქმა უნდა, ჩვენ მიერ დამკვიდრებული ტრადიციის მიხედვით, წელიწადში სამ-ოთხჯერ, ან ერთი თვის განმავლობაში ყოველ პარასკევს ეკლესიის ეზოში საცეკვაო დღეებს ვატარებთ“, – ამბობს ნასლეტ ქეიანი.
საცევაო კოლექტივი „ზარტონქი“ 2016 წლიდან ფუნქციონირებს. ჯგუფის საქმიანობა მუდამ უფასო იყო. შემდეგ ვიკარიატმა გადაწყვიტა ქორეოგრაფისთვის ფინანსური დახმარება გაეწია და ახლა ჯგუფი უკვე ვიკარიატის ეგიდით მუშაობს.
“ზარტონქი” თავიდანვე ორი ასაკობრივი ჯგუფისგან შედგებოდა: ძირითადი და უმცროსი. უფროსი ჯგუფი შედგება 13 წლიდან 20 წელზე უფროსი ასაკის ახალგაზრდებისგან, უმცროსი ჯგუფი – 5 წლიდან 7-8 წლამდე. ქორეოგრაფის თქმით, ამჟამად ჯგუფში 70-მდე ბავშვია. მეცადინეობები ტარდება კვირაში ორი დღე საათნახევარი.
ბავშვებისთვის დღეს მომზადებული იყო მაისურები ჯგუფის სახელწოდებით – წარწერით „ზარტონქი“. მათ ვიკარიატში ტარაზიც აქვთ.
„ვიკარიატთან და მშობლებთან ტარაზის საკითხის მოგვარებაზე ვმუშაობთ. რადგან ჩვენი ბავშვები ჩვენს სკოლაში უფასოდ სწავლობენ, ველოდებით, რომ ვიკარიატისა და ქველმოქმედების დახმარებით შევუკეროთ ფორმები, რის შემდეგაც ტურებში მივიღებთ მონაწილეობას“, – დაამატა ქორეოგრაფმა.
ზარტონქის ჯგუფის სამომავლო მთავარი იდეა და პროგრამა — ბავშვების მეშვეობით სომხური ტრადიციული ცეკვების ყველასთვის ხელმისაწვდომობა.
„ჩვენი იდეა მოიცავს კულტურის გავრცელებას, მის ხელმისაწვდომობას ყველა ასაკის ადამიანისთვის – პატარადან დიდამდე და შესაბამისი საშუალებების შექმნას, რათა ადამიანებს მშვიდად მოსვლისა და ცეკვის შესაძლებლობა ჰქონდეთ. პერსპექტივაში გრანდიოზული პროგრამა გვაქვს, რომ წელიწადში ბევრჯერ ჩავატაროთ ფესტივალები, ყველა ქალაქში, ყველა სოფელში, ყველა ქუჩაზე. დიახ, ბევრი ჯგუფია, მაგრამ აუცილებელია სწორად ცეკვის სწავლება. ცეკვა არ არის მხოლოდ მოძრაობა მარჯვნივ ან მარცხნივ, ცეკვა უნდა შესრულდეს შეგნებულად“, – დასასრულს თქვა ნასლეტმა.