ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტი განხილვის სტადიაზეა. წინასწარი მონაცემებით ბიუჯეტის თანხა 9 257 600 ლარს შეადგენს. 2020 წელს ბიუჯეტმა 9 475 500 ლარი შეადგინა, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო ბიუჯეტი შუა წლელს 9 345 500 ლარამდე შეამცირეს.
2021 წლის ბიუჯეტი 9 257 600 ლარს შეადგენს, ადგილობრივი ხელისუფლება წელს მის 10 000 000 მლნ-მდე გაზრდას აპირებდა, რასაც პანდემიამ შეუშალა ხელი. ამის გათვალისწინებით, 2021 წელს ბიუჯეტი 7,4%-ით შემცირდა. პანდემიის გამო ბიუჯეტმა 9 თვის განმავლობაში დაახლოებით 800 000 ლარი არ მიიღო, სადაც მხოლოდ აზარტული თამაშების ბიზნესიდან შემოსავალი 602 000 ათასი ლარი იყო. სათამაშო ბიზნესიდან ბიუჯეტი დაახლოებით 680 000 ლარის მიღებას გეგმავდა, თუმცა 78 000 ლარი მიიღო.
პროექტის ბიუჯეტის თანახმად, მერიის დანახარჯები წელს შემცირდა და 2 134 900 ლარი შეადგინა, გასულ წელს 2 236 888 ლარი იყო. საკრებულოს დანახარჯები, პირიქით, გაიზარდა და 747 294 ლარი შეადგინა, რაც გასულ წელს 746 500 ლარი იყო.
გაიზარდა ასევე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სამხედრო სამსახურის დანახარჯები: 2021 წელი- 110 250 ლარი, 2020 წელი – 105 050 ლარი.
სპორტის, ახალგაზრდული პროგრამების და სხვა ღონისძიებების 2021 წლის დანახარჯებმა 117 000 ლარი შეადგინა, ხოლო 2020 წელს ის 188 200 ლარი იყო.
ინფრასტრუქტურისთვის 2021 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 100 000 ლარი თოვლის გაწმენდისათვის, 780 000 ლარი გამოეყო ახალქალაქის სერვისცენტრს გამწვანების, სანიტარული დასუფთავებისთვის, გარე განათებისთვის და წყალმომარაგებისათვის. 500 000 ლარი გამოყოფილია მშენებლობის ტექნიკური მეთვალყურეობის მომსახურებისათვის და საპროექტო და ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის შედგენისათვის, 633 736 ლარი- სოფელ კუმურდოში საბავშვო ბაღის მშენებლობაზე გამოიყო.
ასევე შემცირდა სოციალური პროგრამების დანახარჯების თანხა. 2021 წელს იქნება 785 000 ლარი, 2020 წელს იყო 842 110 ლარი.
ასევე შეიცვალა მუნიციპალიტეტების ორგანიზაციების სუბსიდიების თანხა და 2 863 320 ლარს შეადგენს, რაც 2020 წელს 2 785 660 ლარი იყო.
მედიასთვის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 30 000 ლარი 40 700 ლარის სანაცვლოდ, რომელიც 2020 წელს იყო.