ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სკოლებში კვლავ ის პრაქტიკოსი მასწავლებლები ასწავლიან, რომლებმაც მასწავლებლის სტატუსის ამაღლება ვერ შეძლეს. განათლების სამინისტრო მათ კიდევ ერთხელ აძლევს შესაძლებლობას, სტატუსის აიმაღლონ და სისტემაში დარჩნენ.
მასწავლებელთა გადამზადების ეროვნულ ცენტრში JNEWS-ს აცნობეს, რომ არაქართულენოვან სკოლებში პრაქტიკოს მასწავლებლებს სტატუსის ამაღლების კიდევ ერთი შანსი აქვთ.
„არაქართულენოვანი სკოლების პრაქტიკოსი მასწავლებლები სისტემაში 2023 წლის ბოლომდე დარჩებიან. სტატუსის ამაღლების ბოლო ვადაა კი 2023 სასწავლო წლის დასასრულია – სწავლა დამთავრდებისა და გამოცდები დაიწყების პერიოდი. მასწავლებლის სტატუსის ამაღლება მაინც თუ ვერ მოახერხეს, სისტემაში 2023 წლის ბოლომდე დარჩებიან, რის შემდეგაც სამუშაო ადგილზე ვაკანსია გამოცხადდება“.
რამდენიმე დღის წინ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა პარლამენტში მასწავლებელთა კვალიფიკაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სისტემაში აღარ არიან ისეთი პედაგოგები, რომლებიც სტატუსს ვერ იმაღლებენ. თუმცა ეს განცხადება არაქართულენოვანი სკოლების პრაქტიკოს მასწავლებლებს არ ეხება.