საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ წარმოადგინა სკოლის არდადეგების განრიგი.

წლეულს სკოლის არდადეგები 2020 წლის 30 დეკემბერს დაიწყება და გაგრძელდება 2021 წლის 14 იანვრამდე.

საგაზაფხულო არდადეგები გაგრძელდება 8-დან 14 მარტის ჩათვლით.

2020-2021 სასწავლო წლის სასწავლო დღეები განაწილებულია შემდეგნაირად:

I სემესტრი – 74 დღე, ხოლო II სემესტრი – 96 დღე (I კლასი – 83 დღე, XII კლასი – 79 დღე).

სასწავლო პროცესის დასრულება ორგანიზებულია შემდეგნაირად: პირველი კლასის მოსწავლეებისთვის – 27 მაისი, კურსდამთავრებულებისთვის – 20 მაისი და ყველასთვის – 15 ივნისი.