დღევანდელ სწრაფ, კონკურენტუნარიან სამუშაო ბაზარზე, ადრეული პრაქტიკული გამოცდილების მიღება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. სტაჟირება სტუდენტებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს გადალახონ უფსკრული და აკადემიურ ცოდნასა და მის პრაქტიკულ გამოყენებას შორის გახდნენ ხიდი. სტუდენტებისთვის შემოთავაზებული სტაჟირების პროგრამები არა მხოლოდ აძლევს ახალგაზრდა პროფესიონალებს ღირებულ უნარებს, არამედ მათ ხედვას მათ მომავალ კარიერაში. მაგრამ თუ რაზეა დამოკიდებული წარმატებული სტაჟირება და როგორია ამ შესაძლებლობის გამოყენების სტრატეგია ჩვენ სტუდენტებს ვესაუბრეთ.
ჩვენი ერთ-ერთი თანამოსაუბრე ედიკ კამალიანი არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი, ამჟამად «AliqMedia»-ში ჟურნალისტად მუშაობს. ედიკი ერთ-ერთია იმ აქტიურ სტუდენტთაგან, რომელიც არაერთ პროგრამაში მონაწილეობს, საკუთარ თავს ცდის სხვადასხვა სფეროში და ასევე სტაჟირების პროგრამებს აფასებს, რომელთაგან ერთ-ერთშიც მიიღო მონაწილეობა.
ედიკი სტაჟირებული იყო MDF-ის (მედიის განვითარების ფონდი) მედია-მონიტორინგის განყოფილებაში, სადაც მისი ძირითადი სამუშაო იყო ფაქტების შემოწმება, აკვირდებოდა სხვადასხვა სოციალურ პლატფორმებზე ინფორმაციის გავრცელებას გენდერულ, ანტიდასავლურ, აგრესიულ ლექსიკაზე და სხვა მსგავს თემებზე.
„სტაჟირების დროს ჩემი მედიაწიგნიერების დონე გაიზარდა, სხვადასხვა სახის ცრუ ინფორმაციის, ტყუილის სიმართლისგან გარჩევა ვისწავლე და ასევე ვისწავლე როგორ გადამემოწმებინა ფოტოების ან ვიდეოების ავთენტურობა სხვადასხვა სისტემის გამოყენებით, ვფიქრობ, ამ ყველაფრის ცოდნა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ყველანი ვიყენებთ სოციალურ პლატფორმებს და არავინ არ არის დაზღვეული, რომ გახდეს სამიზნე და ყალბი ინფორმაციის მსხვერპლი“, – ყვება ედიკი.
ის კმაყოფილია ბოლო სტაჟირების პროგრამით, რადგა, მისი თქმით, ამ რამდენიმე თვის გამოცდილება დაეხმარა მას უფრო ღრმა და მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპოვებაში, რომელიც მას პრაქტიკაშიც შეუძლია გამოიყენოს. ედიკის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღონ ასეთ პროგრამებში.
„მიუხედავად ამ ყველაფრისა, ისიც უნდა აღვნიშნო, რომ, ჩემი აზრით, სტაჟირება უნდა იყოს ანაზღაურებადი, რათა სტუდენტები არ გამოიყენონ როგორც უფასო სამუშაო. მათი მუშაობა შესაბამისად უნდა შეფასდეს“, – ამატებს ედიკ კამალიანი.
კითხვაზე, ეხმარება თუ არა სტაჟირების პროგრამები სტუდენტებს მომავალში უფრო ადვილად დასაქმებაში, ედიკი გვპასუხობს, რომ საქართველოში მუშაობის პრობლემებიდან გამომდინარე, ყველა ვერ ახერხებს თავისი პროფესიით მუშაობას, მაგრამ თუ სტაჟირებას გაივლის, ეს ადამიანი მის სფეროში უფრო კონკურენტუნარიანი ხდება.
არმინე ბოზოიანი ახალქალაქის რაიონის სოფელ დიდი სამსარიდან, რომელმაც წელს დაამთავრა თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტი, ასევე მიიჩნევს, რომ სტაჟირების პროგრამებს სტუდენტებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მისი აზრით, მიზანშეწონილია იფიქრონ სამუშაოზე დაბალი კურსებიდან, რათა სტუდენტმა დაიწყოს ნაბიჯების გადადგმა თავის პროფესიულ სფეროში, შრომის ბაზრის შესწავლა, არ დაივიწყოს არაფორმალური განათლება.
არმინე კურსდამთავრებულებს ურჩევს რაც შეიძლება მეტ პროგრამაში მიიღონ მონაწილეობა, ძალები სცადონ სხვადასხვა მიმართულებით და მიიღონ გამოცდილება. არავითარ შემთხვევაში არ შემოიფარგლონ სახლში სწავლის რეჟიმით.