მრავალი წლის განმავლობაში სხვადასხვა სამთავრობო დაწესებულებებში ეროვნული უმცირესობების არარსებობა ან სუსტი წარმომადგენლობა ენის ცოდნითა და არაკომპეტენტურობით იხსნებოდა. 1+4 სახელმწიფო პროგრამისა და სტაჟირების პროგრამის გამოჩენასთან ერთად ეს საკითხები უკვე მოგვარებული უნდა ყოფილიყო, მაგრამ სამთავრობო დაწესებულებებში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლობის ნაკლებობის პრობლემა კვლავ აქტუალურია.
2017 წელს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში უკვე ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა საქართველოში ეთნიკური უმცირესობების დასაქმების პერსპექტივის გაუმჯობესებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობის მიზნით პროგრამა წამოიწყო. „1+4“ პროგრამის სტუდენტებს შეუძლიათ განაცხადი შეიტანონ და გაიარონ სტაჟირება სხვადასხვა სამთავრობო დაწესებულებებში, როგორც ადგილობრივ, ასევე ცენტრალურ: სამინისტროებში, საქართველოს ომბუდსმენის ოფისში, ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრში, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში და სხვა.
სტაჟირების პროგრამა, როგორც მაშინ აღინიშნა, იყო ინიცირებული და მიმართული იყო საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების სამთავრობო უწყებებში მუშაობის სპეციფიკის გაცნობასთან, მათი პროფესიული უნარების განვითარებასა და, შედეგად, სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობასთან. პროგრამა უკვე 8 წელია მოქმედებს, მაგრამ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ეხებიან ეროვნული უმცირესობების, კერძოდ, საქართველოს სომხების და აზერბაიჯანელების ინტეგრაციის საკითხებს (ეს ორი ეთნიკური ჯგუფი ყველაზე მრავალრიცხოვანია საქართველოში), აცხადებენ, რომ ცენტრალური ხელისუფლების დაწესებულებებში მომუშავე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში Jnews-ს აცნობეს, რომ არ არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სამთავრობო დაწესებულებებში სტაჟირების პროგრამის გავლის შემდეგ რამდენმა სტუდენტმა დაიწყო მუშაობა.
„ამჟამად ასეთი სტატისტიკა არ არსებობს. მაგრამ წელს ვგეგმავთ ამ პროგრამის შესწავლას. 400-ზე მეტმა ბენეფიციარმა გაიარა ეს პროგრამა, მაგრამ მათი დასაქმების შესახებ ინფორმაცია კვლევის შედეგების გაანალიზების შემდეგ იქნება ხელმისაწვდომი“, – ნათქვამია მინისტრის აპარატის პასუხში.
როგორც თბილისში, ისე ჯავახეთსა და ქვემო ქართლში არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ თუ სტაჟირება გავლილ სტუდენტებს შეუძლიათ სამუშაოს პოვნა ადგილობრივ დონეზე, საცხოვრებელ რეგიონებში, ცენტრალურ სახელმწიფო დაწესებულებებში ეს ბევრად უფრო რთულია.
„არ არსებობენ ადამიანები, ვინც იმუშავებს და თბილისში, ცენტრში პრესტიჟულ სოციალურ ნიშებს დაიკავებს. ანუ ჯავახეთში – კარგია, მაგრამ თბილისში, ცენტრში არა. ალბათ, აქ უმცირესობებს შორის არის სტერეოტიპი, რაც შეიძლება რეალურად არ იყოს სტერეოტიპი, მაგრამ რეალობაა, ვთქვათ, სამთავრობო სტრუქტურებში „Minorities are not welcomed“ (ეთნიკურ უმცირესობებს არ მიესალმებიან). აქ შეიძლება იყოს ორი მიზეზი, თავად ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები არ მიისწრაფვიან, რადგან მაინც არ მიიღებენ ან არ აინტერესებთ. მეორე მიზეზი ისა, რომ შეიძლება არ მიიღონ თუ მიმართავენ. ასე თუ ისე ძნელი სათქმელია, რადგან არ არსებობს პასუხი კითხვაზე თუ, მიმართონ თუ არა, სწავლა აუცილებელია, ხოლო ეს ძალიან რთულია, რადგან ეთნიკური პრინციპით არავინ ანგარიშს არ აწარმოებს“, – ამბობს „საერთოსაზოგადოებრივი მოძრაობა – მრავალეროვნული საქართველოს“ თავმჯდომარე არნოლდ სტეპანიანი.
უფლებადამცველი ლეილა მამედოვა მიიჩნევს, რომ ძალიან რთულია რაიმეს შესწავლა, როცა სტატისტიკა არ არის დაცული. თუმცა, იმასთან დაკავშირებით, რომ ცენტრალური ხელისუფლების დაწესებულებებში არ არის ეროვნული უმცირესობები, დასკვნის გაკეთება შესაძლებელია.
„ბოლო წლებში ეს სიტუაცია არ გამიანალიზებია, მაგრამ ეს კითხვა ადრეც დავსვით. ვფიქრობ, რომ ყველაფერი მხოლოდ ერთ რამეზეა დამოკიდებული, პოლიტიკურ ნებაზე, როცა რაღაცის გაკეთება სურთ, აკეთებენ, როცა არა – არ აკეთებენ, ეს არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ ვინ იქნება ხელისუფლებაში, თუ ეთნიკური უმცირესობების ქართულ საზოგადოებაში ინტეგრაციის პოლიტიკური ნება იქნება, რა თქმა უნდა, მათი რაოდენობა ყველა დონეზე სამთავრობო სტრუქტურებში გაიზრდება. თუ ამის სურვილი არ იქნება, ისინი არ იქნებიან“, – ამბობს ის.
სახელმწიფო პროგრამის პროდუქტიულობის შემთხვევაში შედეგი შესამჩნევია, მაგალითად, 1+4 პროგრამის შემთხვევაში, რომლის წყალობითაც მრავალჯერ გაიზარდა ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი აბიტურიენტებისა და სტუდენტების რაოდენობა ქართულ უნივერსიტეტებში. თუმცა სტაჟირების პროგრამის 8 წლის განმავლობაში ეფექტურობა შეუიარაღებელი თვალით შეუმჩნეველია და ინფორმაციის ნაკლებობის საფუძველზე შედეგების შეფასება ნამდვილად შეუძლებელია.