სიახლე
ახალქალაქიახალქალაქის გზების თოვლისგან გაწმენდისთვის განმეორებითი კონკურსი გამოცხადდა
02.12.2022
ნახვები: 329 |
ავტორი: Kristina Marabyan
ახალქალაქის გზების თოვლისგან გაწმენდის ტენდერი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ხელახლა გამოცხადდა. პირველად ტენდერი მონაწილეების არყოფნის გამო არ შედგა.
პირველ ტენდერზე წინადადებების მიღება 21 ნოემბერს 12:30 საათზე დასრულდა. ხელახლა გამოცხადებულ ტენდერზე განცხადებების მიღება 2022 წლის 02 დეკემბერს დაიწყება და 2022 წლის 5 დეკემბრის 12:00 საათამდე გაგრძელდება.
ტენდერი იმავე პირობებით გამოცხადდა, თავდაპირველი ჯამური თანხა კვლავ 199 934 ლარია, საიდანაც 100 000 ლარი 2022 წლისთვის, თოვლის გაწმენდითი სამუშაოებისთვის არის გათვალისწინებული, ხოლო 99 939 ლარი 2023 წლისთვის.
ახალქალაქის მერიაში განმარტეს, რომ პირველი ტენდერი მონაწილეების არ არსებობის გამო არ შედგა.
ტენდერის მიხედვით, თოვლისგან უნდა გაიწმინდოს როგორც ქალაქ ახალქალაქის რამდენიმე ქუჩა, ისე სოფლის გზები. საჭიროების შემთხვევაში სიას სხვა ტერიტორიებიც დაემატება:
- ვაჩიანი-ოკამი-ქარცეფი-გოგაშენი – 24 კმ
- სულდა-მიასნიკიანი-ერინჯა-დავნია – 12,5 კმ
- კარწახი-ფილიპოვკის გზაჯვარედინი- 2,5 კმ
- სულდა-დადეში – 4 კმ
- კარწახი-დადეშის გზაჯვარედინიდან – 2 კმ
- ჩამდურა-მურჯახეთი ვაჩიანის გზატკეცილის გზაჯვარედინიდან – 2,5 კმ
- ხორენის გზა მთავარი გზის კვეთიდან – 2 კმ
- ახალქალაქი-ბავრა-კარტიკამი-თახჩა-აბული – 14 კმ
- კარტიკამი-ბუზავეთი – 3,5 კმ
- ახალქალაქი-დილისკა-პტენა-ჩუნჩხა – 11კმ
- ბაკურიანი-ხულგუმო-კულიკამი-კარტიკამის გზაჯვარედინი- 5 კმ
- ბაკურიანი-მაჯადია-თოთხამის გზის გზაჯვარედინი – 5,5 კმ
- ბაკურიანი-თოთხამი-კორხის გზის გზაჯვარედინი -2,5კმ
- ბაკურიანი-ორჯა-ხანდო-ვარევანი-ალასტანი-კოკიო-აზავრეთის გზის გზაჯვარედინი – 23,5კმ
- არაგვა-გომანი-ოლავერდი – 7 კმ
- ბაკურიანი-ზაქი-თირკნა-გომანის გზის გზაჯვარედინზი– 5 კმ
- გომანი-ბალხო-ბუღაშენი-მერენია-იხტილა – 10 კმ
- ბაკურიანი-ბარალეთი-იხტილა-პატარა სამსარი-დიდი სამსარის გზის გზაჯვარედინი– 15კმ
- კოჩიო-აგანა-სირქვა – 3,5 კმ
- ბარალეთი-კოჩიო-ალათუმანი-ბეჟანო – 10 კმ
- ბაკურიანი-მოდეგამის გზის გზაჯვარედინი- 2,5 კმ
- ბაკურიანი-გოდოლარი-ბურნაშეთი-აზავრეთის გზის გზაჯვარედინი– 3 კმ
- ბაკურიანი-ლომატურცხი-ბურნაშეტის გზის გზაჯვარედინი– 2 კმ
- ბაკურიანი-ტურცხის გზის გზაჯვარედინი– 1,5 კმ
საერთო ჯამში, თოვლისგან 174 კმ სასოფლო გზა გაიწმინდება.
უნდა გაიწმინდოს ქალაქ ახალქალაქის შემდეგი ქუჩები:
- თავისუფლება
- ნალბანდიანი
- ჩარენცი
- თუმანიანი
- თამარ მეფე
- მაშტოცი
- დარბინიანი
- შარლ-აზნავური (მალხასიანი)
- ჭავჭავაძე
- რუსთაველი
- მიკოიანი
- მარგარიანი
- ჯავახიშვილი
- გუსან ავაში
დასუფთავების სამუშაოები როგორც გრეიდერით გაწმენდას, ასევე რეაგენტის დაყრასაც გულისხმობს. თოვლი მხოლოდ ახალქალაქის მერიის განცხადების საფუძველზე გაიწმინდება.