შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, საჯარო სამსახურის ბიუროს თანამშრომლობით, სტაჟირების პროგრამა «1+4»-ს სტუდენტებისთვის იწყებს. რას ფიქრობენ ამ პროგრამაზე სტუდენტები, რომლებიც სტაჟირებას ამჟამად გადიან, ან უკვე გავლილი აქვთ?
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ, 2017 წელს ინიცირებული სტაჟირების პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის საჯარო დაწესებულებებში მუშაობის სპეციფიკის გაცნობას, მათი პროფესიული უნარების განვითარებას და, შედეგად, სამოქალაქო საზოგადოებაში მათ ინტეგრაციას. პროგრამის ფარგლებში ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ სტაჟირება კონკურსის საფუძველზე გაიარონ.
შეფასების დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით სტაჟიორთა შერჩევას უზრუნველყოფს სპეციალურად შექმნილი კომისია. წარმატებული კანდიდატები გაივლიან სტაჟირებას 1-დან 6 თვემდე სახელმწიფო დაწესებულებებში, ადგილობრივ თვითმმართველობებში, საჯარო სამართლის იურიდიული პირების დაწესებულებებში.
Jnews-ი სტაჟირების პროგრამაზე სომეხ სტუდენტებს გაესაუბრა, რომლებიც მონაწილეობდნენ ან ამჟამად მონაწილეობენ პროგრამაში, რათა გაარკვიონ, მართლაც მნიშვნელოვანია თუ არა მათთვის ეს პროგრამა და რას აძლევს ის მათ?
არმინე ასატრიანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობს. პროგრამის შესახებ ჯერ სოციალური ქსელიდან შეიტყო, შემდეგ მეგობრების რჩევით გადაწყვიტა მონაწილეობა.
„პირველი სტაჟირება ახალქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრში გავიარე, ეპიდემიის გამო ონლაინ იყო, შემიძლია ვთქვა, რომ არ იყო ძალიან ეფექტიანი. ჩემი აზრით, ამ პროგრამის ერთ-ერთი კარგი მხარე ის არის, რომ ეთნიკურ უმცირესობებს შორის არის კონკურენცია, რაც გარკვეულწილად ხელს უწყობს ჩვენს მონაწილეობას“.
ახლა არმინემ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის სტაჟიორია, სტაჟირება მას აძლევს ცოდნას და შესაბამის გამოცდილებას. მისივე აზრით, პროგრამის მონაწილეს თუ შეეძლება სტაჟირება მის პროფესიასთან დაკავშირებულ სფეროში გაიაროს, ეს სტუდენტს შესანიშნავ შესაძლებლობას მისცემს შეიძინოს უნარები სასურველ სფეროში.
სპარტაკ ბერიკიანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობს. სტაჟირება ახალქალაქის იუსტიციის სახლში გაიარა.
„მონაწილეობის სურვილი გამიჩნდა, რადგან მინდოდა გავცნობოდი მათ საქმიანობას და სამუშაოს. სტაჟირების პერიოდში ბევრ ტრენინგში მივიღე მონაწილეობა, რაც ძალიან დამეხმარა. ვისწავლე ის, რასაც უნივერსიტეტში ვერ ვისწავლი“.
JNEWS-ის კითხვაზე, დაგეხმარებათ თუ არა ეს სტაჟირება მომავალში სამსახურის პოვნაში, სპარტაკმა გვიპასუხა: „ვფიქრობ, თუ ეს სტაჟირება ვერ დაგეხმარება სამსახურის პოვნაში, მიიღებ გამოცდილებას და უნარებს“.
ტიგრან ტარზიანი აღნიშნულ პროგრამაში 2017 წელს მონაწილეობდა, როდესაც პროგრამა ახალი დაწყებული იყო. ამბობს, რომ პროგრამა წმინდად ფორმალური ხასიათის იყო.
„მე ვსაუბრობ ჩემს გამოცდილებაზე 2017 წელს, მაგრამ ახლა ვერ ვიტყვი რა შეიცვალა“.
შეგახსენებთ, რომ სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობისთვის აუცილებელია კითხვარის 11 აპრილამდე შევსება, ხოლო სტაჟირების პროგრამაში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებების დასახელებას შეგიძლიათ სპეციალურ ნუსხაში გაეცნოთ.
ლიდა ალმასიანი