ახალქალაქში, მართალია შედარებით ცოტაა მრავალსართულიანი შენობები, მაგრამ, როგორც სხვაგან საქართველოში, უკანონო მშენებლობის პრობლემა აქტუალურია. ბათუმში მომხდარი ტრაგედია — მიზეზი ვიფიქროთ იმაზე, რამდენად უსაფრთხოა მრავალსართულიან შენობებში ცხოვრება, სადაც არის უკანონო მიშენებები და როგორ აკონტროლებს ადგილობრივი ხელისუფლება ამ საკითხს.
8 ოქტომბერს ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა, რის შედეგადაც დაიღუპა 9 ადამიანი, მათ შორის ბავშვები. მთელი ერთი სადარბაზოზ ჩამონგრევის მიზეზი იყო ერთ -ერთი მოიჯარის მიერ, საცხოვრებელი ფართის გაზრდის გადაწყვეტილება.
ახალქალაქში, რამდენიმე მრავალსართულიანი შენობაა, თუმცა თითოეულ მათგანში არის უკანონო მიშენებები. ბათუმის ტრაგედიამ მსგავსი პრობლემა ახალქალაქშიც თვალსაჩინო გახადა. აქ, მრავალსართულიანი შენობები ძირითადად საბჭოთა პერიოდშია აშენებული, მაგრამ 90-იან წლებში და 2000-იანი წლების დასაწყისში მოსახლეობის უმეტესობამ სცადა ცხოვრების პირობების გაუმჯობესება, იმის გათვალისწინებით, რომ ეს არის მრავალსართულიანი შენობა და კვადრატული მეტრი განეკუთვნება არსებულ საძირკველს. წლების განმავლობაში არ არსებობდა სამეთვალყურეო ორგანო და ახლაც, მშენებლობა ხშირად, ყოველგვარი დოკუმენტისა და ნებართვის გარეშე, საბუთების გვერდის ავლით ხორციელდება. ხშირად ლეგალიზაცია მშენებლობის დასრულების შემდეგ ხდება.
უფრო კონკრეტულად იმაზე, თუ როგორ ხორციელდებოდა მშენებლობაზე ზედამხედველობა და კონტროლი, მათ შორის, ახალქალაქში არალეგალურ მშენებლობებზე, ახალქალაქის მერიის არქიტექტურის სამსახურის ყოფილი თანამშრომელი, შოღიკ რაისიანი. ის ასევე არის არასამთავრობო ორგანიზაცია «უკეთესი ცხოვრების» თავმჯდომარე, რომელიც ორიენტირებულია არქიტექტურაზე.
“თავდაპირველად ვმუშაობდი ახალქალაქსა და ნინოწმინდაში ორგანიზაცია «ურბანული ინსტიტუტის» სამშენებლო ზედამხედველად. ეს არის ამერიკული ორგანიზაცია. რაში მდგომარეეობდა ჩემი ფუნქცია ამ ორგანიზაციასთან გაფორმებული კონტრაქტით? მე უნდა შემემოწმებინა, აქტები შემედგინა, მათ შორის, ფარული სამუშაოების. ეს არის სამუშაოები, რომელთა დასრულების შემდეგ, შემოწმება შეუძლებელია. ეს არის მუშაობის პროცესი, ანუ ფონდის საყრდენის შემოწმება, კედლების სტრუქტურა და ა.შ. ”, – ყვება შოღიკ რაისიანი.
მისი თქმით, იმ დროს მერიის არქიტექტურის განყოფილება და ზედამხედველობის სამსახური გაერთიანდა.
“2003 წლიდან 2018 წლამდე ვმუშაობდი მერიაში, მაშინ არქიტექტურის და ზედამხედველობის განყოფილებები ერთად იყვო. ეს სწორი იყო, რადგან შენ გასცემ ნებართვას, მერე კი ამოწმებ, როგორ მიმდინარეობს სამუშაოები და იბარებ. რას წარმოადგენს ნებართვა? უბრალო პროექტსაც კი უნდა ჰქონდეს საკუთარი ნებართვა. ძალიან რთული იყო იმის ახსნა, რომ მაგალითად, შენ უბრალოდ არ ხსნი, ამისთვის საჭირო იყო კედლის გაძლიერება ლითონის კონსტრუქციებით, კედლის მოშლა ყოველთვის არ არის მიზანშეწონილი, რადგან მას აქვს წონა და დატვირთვა”.
იმ ხანებში ძალიან ცოტა ადამიანი მიმართავდა მერიას ნებართვისთვის.
“ჩემი მუშაობის პერიოდში მეპატრონეების უმეტესობა, რომლებიც სამშენებლო სამუშაოებს იწყებდნენ, მერიას მიმართავდნენ. მიმართავდნენ წერილობითაც, რაც იყო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველი სამშენებლო ნებართვის გაცემისას სამ ეტაპად. მაგრამ თუ პირი არ მოგვმართავდა და იყო კითხვები არასრულ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით, ჩვენ ვეხმარებოდით ამ ადამიანებს დოკუმენტების შედგენაში, ნაკვეთების რეგისტრაციაში, თუ ის სადაო იყო, იმავდროულად დავაც გვარდებოდა”.
ახალქალაქის ბევრ მცხოვრებს აქვს შემდეგი მიდგომა მშენებლობისადმი: “თუ ეს ჩემი მიწაა, მაშინ შემიძლია ავაშენო რაც მინდა”. არქიტექტორი მიიჩნევს, რომ ეს მიდგომა არასწორია, მათ შორის იურიდიული საფუძვლებით.
“ასეთი რამ შეუძლებელია. თუ ეს არის თქვენი მიწა – ეს მხოლოდ თქვენი მიწაა. მშენებლობა არის სხვა ტიპის ქონება, რომელიც თქვენს მიწის ნაკვეთზეა. ორივე უძრავი ქონებაა, მაგრამ ჩნდება რაღაც სხვა. მშენებლობის დასრულებისას ეს შენობა არ გამოჩნდება იმ მიწაზე, სადაც თქვენი ქონებაა რეგისტრირებული, ვიზუალურად თუ თქვენ შეხვალთ პროგრამაში SAG-ი, გექნებათ საშუალება ნახოთ რეგისტრირებული ნაკვეთი, მაგრამ თქვენ ვერ ნახავთ თქვენს შენობას სანამ შენობა არ მიიღება ექსპლუატაციაში ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ, რომელიც ამოწმებს რამდენად შეესაბამება შესრულებული სამუშაო გაცემულ დოკუმენტს. ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ, ოქმი და დასრულებული მშენებლობის ბრძანება თქვენს წერილთან ერთად, სარეგისტრაციო სამსახურში იგზავნება, რომელიც წარმოადგენს საფუძველს თქვენს ნაკვეთზე ახალი მშენებლობის რეგისტრაციისთვის, როგორც თქვენი საკუთრება. ამიტომ, ნებართვის აღება და მშენებლობის ნებართვა — ზუსტად ეს არის კანონიერი მშენებლობა. ამ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს დარღვევები, არ შეიძლება ადამიანების სიცოცხლეს შეექმნას საფრთხე”.
შოღიკ რაისიანის თქმით, იმ პერიოდში, როდესაც ის ახალქალაქის მერიაში მუშაობდა, წელიწადში დაახლოებით 50-60 დარღვევა ფიქსირდებოდა და მშენებლობის დაახლოებით 63-68 ნებართვა გაიცემოდა.
”იყო დარღვევების მცდელობები, მაგრამ ვწერდით ამის შესახებ. არ გვინდოდა მათი დაუყოვნებლივ დაჯარიმება. ერთი ბრძანება საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანი მივიდეს მერის კაბინეტში და დაწეროს განცხადება, წარადგინოს დოკუმენტები და ამის შემდეგ დაიწყოს მშენებლობა. ხალხი ფიქრობს, რომ მათ შეუძლიათ დაიწყონ, ხოლო შემდეგ განცხადება წარადგინონ. ხანდახან ფიქრობენ, რომ დოკუმენტების წარდგენა საჭიროა მშენებლობის დასრულების შემდეგ, მერე კი დაკანონება – ეს ყველაფერი არასწორია”.
ქალაქის თითქმის ყველა მაღალსართულიან კორპუსს აქვს უკანონო მიშენება. ქალაქის ბინებში მოსახლეობა შედარებით ცოტა ხნის წინ დასახლდა, შესაბამისად, შედარებით ნაკლებია უკანონო მშენებლობები. თუმცა, კვლავ ჩნდება კითხვა, რამდენად მიზანშეწონილი და უსაფრთხოა ცვლილებები, რომლებიც ამ სახლებში განხორციელდა.
“მრავალსართულიანი შენობების გაფართოება არ არის ჩვეულებრივი ფენომენი მშენებლობაში. გაფართოება -არის ერთი შენობის მთლიანობაში ჩარევა. თქვენ აშენებთ ნაგებობას, რომელიც უნდა დაერთოს ძველ შენობას, შენობის ორივე ნაწილი უნდა შეაერთოთ და ამავე დროს, ინდივიდუალური მიდგომა გჭირდებათ. თუ ეს დიდი ნაწილია, მაშინ მათ შორის უნდა დატოვოთ ამორტიზაციის ნაკერი, გააკეთოთ წერტილოვანი ფუნდამენტი არსებული შენობის სტრუქტურაში ჩაურევლად, აწიოთ კოლონები და გააკეთოთ ცალკე შენობა მის სიახლოვეს, ისე რომ მათ განსხვავებულად იმუშაონ ნიადაგზე, არ გაჩნდეს ბზარები. იქ ბევრი ნიუანსია, რომელიც სპეციალისტმა უნდა იცოდეს, თუ მცირე მშენებლობაა, მაშინ ის უნდა იყოს მიმაგრებული შენობაზე ლითონის კონსტრუქციებით. როგორ ვაკეთებთ ყველაფერს, როგორი ცემენტით, რამდენი ხნით და ა.შ, ამ ყველაფერს სპეციალისტების ზედამხედველობა სჭირდება. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ეს კედელი. ეს გავლენას ახდენს შენობაზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსში, სადაც გვაქვს მრავალსართულიანი კორპუსები, პირველ მუხლში ნათქვამია, რომ შეუძლებელია მრავალსართულიანი კორპუსების ფასადის შეცვლა”, – განმარტავს ის.
თუ მიშენება უკვე არის, როგორ შეიძლება ამ მშენებლობის გასაჩივრება და ვის მივმართოთ?
“თუ ეს კონსტრუქცია ხელს უშლის სხვა მფლობელის ინტერესებს იმავე კოდექსში, სადაც სამეზობლოს შესახებ კანონია, მეზობელს უფლება აქვს გაასაჩივროს მანძილის სიახლოვე. თუ არის გაფართოება, რომელიც საფრთხეს უქმნის მთელ შენობას, ამ შემთხვევაში, წერილობით უნდა მიმართოთ მერიას და თუ ეს მშენებლობა თვითნებურია, თუ ამის საბუთები არ არსებობს, მერია განიხილავს, მაგრამ ამავე დროს არსებობს კანონი, რომელიც უზრუნველჰყოფს ასეთი შენობების ლეგალიზაცია”.
შოღიკ რაისიანის თქმით, სახლს, სადაც მთელი სადარბაზო ჩამოინგრა, რეკონსტრუქცია ჩაუტარდა.
“რეკონსტრუქცია და რემონტი- ორი განსხვავებული რამაა. კედლის ერთი კვადრატული მეტრის შეცვლა უკვე რეკონსტრუქციაა. ამისთვის უნდა მიიღოთ ნებართვა. მან გააკეთა რეკონსტრუქცია და არ მიმართა ადგილობრივ ხელისუფლებას, ანუ მას არ აქვს ნებართვა. ეს არის ძალიან უხეში დარღვევა. ამ შემთხვევაში ეს არის სამშენებლო ნორმის უხეში დარღვევა. კიდევ ერთხელ ბათუმში მომხდარი შემთხვევის მაგალითზე. იყო ბევრი საფრთხე. ეს არ იყო მხოლოდ კაპიტალური კედელი, გაფართოება და არსებულ შენობაზე დაშშენება, სახეზე იყო ლიფტის მიშენება, საყრდენი კედლის მოხსნა და სარდაფის გახსნა. ამდენი საფრთხე ერთად. მიშენება-დაშენებას თავი რომ დავანებოთ… შესაძლოა კედელი მაშინვე არ დაინგრეს. ბზარები რომ გაჩენილიყო, მეზობლებს დრო ექნებოდათ, რაღაცის გასაკეთებლად, პროცესი უფრო შენელებული იქნებოდა და ამდენი მსხვერპლი არ მოჰყვებოდა”.
როგორც შოღიკმა განმარტა, იმ სახლებში, სადაც თვითნებური მიშენებებია, აუცილებელია კვლევის ჩატარება.
“მოსახლეობააცს შეუძლია მოითხოვოს შემოწმება და ქალაქის მერიასაც, ზედამხედველობის სამსახურს შეუძლია მოითხოვოს გამოძიება, ისეთ ვიზუალურად აღქმად ადგილებში, სადაც, მაგალითად, კედელში არსებული ხვრელი აშკარად არის “, – ამბობს ის.
ხშირად, სანამ ტრაგედია არ ხდება, – ბათუმის შემთხვევაში კი მასშტაბური ტრაგედია გვაქვს, არც მთავრობა, არც ადგილობრივი ხელისუფლება და არც თავად მცხოვრებლები თავიანთი ქმედებების შედეგებზე არ ფიქრობენ.