საქართველოს ფარგლებს გარეთ პროდუქტის გატანისას ფერმერებს უნდა ჰქონდეთ ფიტოსანიტარული სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს პროდუქტის ხარისხს. ხარისხის სერტიფიკატის გარეშე პროდუქტის გატანა და შემოტანა შეუძლებელია. Jnews–მა გაარკვია, როგორ უნდა მიიღონ ჯავახეთის ფერმერებმა ეს სერთიფიკატი.
საქართველოში 2011 წლის იანვრიდან «სახელმწიფო ფიტოსანიტარული სასაზღვრო საკარანტინო და ვეტერინარული კონტროლის შესახებ» კანონი შევიდა ძალაში. ამ კანონის თანახმად, ყველა პროდუქტს უნდა ჰქონდეს ხარისხის სერთიფიკატი, როგორც საქართველოში შემოტანისას, ასევე გატანისას. ფიტოსანიტარული პროცედურა ვრცელდება საქონლის იმპორტზე, რეექსპორტზე, ექსპორტზე და ტრანზიტზე. ეს დოკუმენტი ადასტურებს, რომ პროდუქტი არის მაღალი ხარისხის და არ არის დაავადებული.
ახალქალაქის ფერმერებს პროდუქტის (კარტოფილის) გასატანად ფიტოსანიტარული სერტიფიკატის აღება ახალციხეში შეუძლიათ.
რა არის საჭირო ფიტოსანიტარული სერტიფიკატის მისაღებად?
ექსპორტიორმა უნდა გაიაროს შემდეგი პროცედურა:
1. ფერმერი უნდა იყოს დარეგისტრირებული, როგორც ბიზნეს-ოპერატორი და ეკონომიკურ საქმიანობაში მითითებული უნდა იყოს «ხილით და ბოსტნეულით ვაჭრობა». აუცილებლად უნდა იყოს იურიდიული პირი, ფიზიკურ პირს არ შეუძლია ხარისხის სერთიფიკატის მიღება.
2. ექსპორტიორმა უნდა დაწეროს განცხადება სურსათის სააგენტოს რეგიონალური ადმინისტრაციის სამსახურში, რომ კარტოფილის გატანა სურს საქართველოს ფარგლებს გარეთ. განცხადებასთან ერთად, უნდა წარმოადგინოს ქვითარი, რომ მან გადაიხადა ტვირთის ინსპექტირების მომსახურება, რადგან საქართველოში ეს მომსახურება ფასიანია.
3. უნდა წარადგინოს კარტოფილის შესყიდვის აქტი, რეალიზაციისა და შესყიდვის ინვოისი, სადაც მითითებული უნდა იყოს ვინ გზავნის საქონელს, რომელ ქვეყანაში გზავნის და ვინ იბარებს საქონელს ამ ქვეყანაში.
4. გარდა ამისა, თითოეულ ქვეყანას აქვს საკარანტინე დაავადებები კარტოფილისთვის, თითოეული ქვეყნისთვის არსებობს ამ დაავადებების ჩამონათვალი და ისინი არ უშვებენ კარტოფილს მსგავსი დაავადებებით. ეს ასევე მოწმდება და აღინიშნება.
ამის შემდეგ, რეგიონალური მენეჯმენტის თანამშრომლები პროდუქტის ხარისხის შესამოწმებლად წავლენ.
«ტვირთის ინსპექტირების დროს, როდესაც ვიზუალურად ვამოწმებთ, ყურადღებას ვაქცევთ ისე, რომ კარტოფილი არ იყოს დაბინძურებული ამ საკარანტინე დაავადებებით. ამ ყველა დოკუმენტის მიღების შემდეგ, ჩვენ საქონლის შემოწმების მიზნით ინსპექტორებს ვგზავნით. ისინი ესწრებიან მანქანის დატვირთვას და ამის შემდეგ შეუძლიათ სერთიფიკატის მიღება», – ამბობს სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური განყოფილების უფროსი, ლია ბექაური.
კარტოფილის ხარისხს ამოწმებენ ვიზუალურად, ეჭვის შემთხვევაში, ლაბორატორიული კვლევისთვის იღებენ ნიმუშებს.
ინსპექტირება, ანუ შემოწმება საქართველოში ფასიანია და თუ ფერმერს სურს ხარისხის სერტიფიკატის მიღება, მან ხუთი სამუშაო დღის განმავლობაში 85 ლარი უნდა გადაიხადოს, შაბათ-კვირას (არა სამუშაო დღეებში) მომსახურების ღირებულება 200 ლარია.