თავისუფლების ქუჩაზე, აღმაშენებლის ქუჩის გადაკვეთაზე სამი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. საბედნიეროდ, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილები LADA 07, Mercedes და LADA (09) შეეჯახა. თვითმხილველების თქმით, ავარიას მსხვერპლი არ მოჰყოლია, ავტომობილების დაზიანებები სხვადასხვა ხარისხისაა.
ერთ-ერთი მანქანის მგზავრი, შუახნის ქალი, საავადმყოფოში გადაიყვანეს, რადგან თავს ცუდად გრძნობდა. რენტგენოლოგიურმა თუ სხვა გამოკვლევებმა პრობლემა არ გამოავლინა.
სამი მანქანის შეჯახების ადგილზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები შემთხვევის მიზეზსა და დარღვევებზე მუშაობენ.