თეთრობში ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა გრძელდება, რომელიც რამდენიმე ტურისტულ მარშრუტს ერთმანეთთან დააკავშირებს. პროექტი წელს უნდა დასრულდეს, მაგრამ თოვლი და ნალექი მშენებლობას ხელს უშლის.
როგორც Jnews-ს ჯავახეთის ეროვნულ პარკში აცნობეს, თეთრობში ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა გრძელდება, მარშრუტები უკვე გაშენებულია, თუმცა კლიმატური პირობები სამუშაოს ართულებს.
გერმანიამ საქართველოს 16 000 250 აშშ დოლარის გრანტი, გერმანიის სახელმწიფო განვითარების ბანკის KFW-ის მეშვეობით, დაცული ტერიტორიების დაარსებისა და განვითარებისთვის გადასცა. თანხა მომდევნო ექვს წელიწადზეა გათვალისწინებული. გერმანიის ფულადი დახმარება ნაკრძალების ადმინისტრაციების მუშაობის გაუმჯობესებას და პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებას, ეკოტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს. გერმანული ბანკის მიერ დაფინანსებულ პროექტს “ბიომრავალფეროვნება და მდგრადი ადგილობრივი განვითარება – საქართველო” ჰქვია.
პროგრამის ფარგლებში თეთრობის ნაკრძალში, ჯავახეთის ეროვნულ პარკში, ტურისტული ინფრასტრუქტურა შეიქმნება.
ეს ადგილი ნაკრძალად იმიტომ ითვლება, რომ აქ იშვიათი, ხავერდოვანი ყვავილი იზრდება, რომელიც მსოფლიოს მხოლოდ ოთხ ადგილას გვხვდება. ყვავილს ჯავახეთის პამპარულა ჰქვია, ის თეთრი ფერისაა და ნაკრძალის სახელწოდებაც მას უკავშირდება – თეთრობი (ქართულიდან – „თეთრი ადგილი“). ნაკრძალის ფართობი 3000 ჰექტარია. იგი მთიან ჯავახეთში ჟანგბადით ყველაზე მდიდარი ადგილია.
თეთრობში მშენებლობა მიმდინარე წლის ზაფხულში დაიწყო. პროექტის ფარგლებში 3 კოტეჯი და მიმდებარე ინფრასტრუქტურა აშენდება. ბილიკები ერთმანეთს დაუკავშირდება და ერთიანი სისტემა შეიქმნა. წყაროებთან 3 კოტეჯია, რომლებთანაც განთავსდება თავლა, ცხენის მოსასვენებელი ადგილები, კოცონის დასანთებად ტერიტორია, სადაც ხანძრის საშიშროება არ იქნება და ა.შ.