საქართველოში სომხეთის საელჩო აცხადებს, რომ ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, რომლის მიზანია ჯავახეთში და სომხურ-ქართულ ურთიერთობებში დაძაბულობა შემქნას.
სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ თურქეთი, საქართველოს ტერიტორიის გავლით, აზერბაიჯანში “ბოევიკებს” აგზავნის.
“კვლავ ვრცელდება დეზინფორმაცია იმის შესახებ, რომ ავტობუსებით, საქართველოს გავლით, აზერბაიჯანში ბოევიკების გაგზავნას აპირებენ, და ჯავახეთის სომხებს ქართულ-თურქული საზღვრის გადაკეტვისაკენ მოუწოდებენ. გაცნობებთ, რომ ზემოაღნიშნული ინფორმაცია არის სრული სიცრუე და მისი მიზანი ჯავახეთის სომხებს და სომხურ-ქართულ ურთიერთობებს შორის დაძაბულობის შექმნაა.
ამასთანავე, საელჩო მოგვიწოდებს მსგავსი ცრუ სიახლეების გავრცელებისგან შევიკავოთ თავი, რადგან განსაკუთრებით ამ პერიოდში, ამან შეიძლება სახიფათო შედეგები გამოიწვიოს”.