ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიამ 2022 და 2023 წლებში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გზებზე თოვლის გაწმენდის ტენდერი გამოაცხადა.

განცხადებების მიღება 21 ნოემბრის 12:30 საათზე სრულდება. ტენდერის თავდაპირველი ჯამური თანხა 199 934 ლარს შეადგენს, რომლიდანაც 2022 წელს თოვლის გასაწმენდად წინასწარ 100 000 ლარია გათვალისწინებული, ხოლო 2023 წელს – 99 939 ლარი. თოვლისგან უნდა გაიწმინდოს ქალაქ ახალქალაქის ზოგიერთი ქუჩა და სოფლის გზები.

სამუშაოები ჩატარდება:

  • ვაჩიანი-ოკამი-ქარცეფი-გოგაშენი – 24კმ
  • სულდა-მიასნიკიანი-ერინჯა-დავნია – 12,5კმ
  • კარწახი-ფილიფოვკას გზაჯვარედინი – 2,5კმ
  • სულდა-დადეში – 4 კმ
  • კარწახი-დადეშის გზაჯვარედინიდან – 2 კმ
  • ჩამდურა-მურჯახეთი ვაჩიანის გზატკეცილის გზაჯვარედინიდან – 2,5კმ.
  • ხორენიას გზა ცენტრალური გზის გადაკვეთიდან – 2 კმ
  • ახალქალაქი-ბავრა-კარტიკამი-თახჩა-აბული – 14კმ
  • კარტიკამი-ბუზავეთი – 3,5კმ
  • ახალქალაქი-დილისკა-პტენა-ჩუნჩხა – 11კმ
  • ბაკურიანი-ხულგუმო-კულიკამი-კარტიკამის გზის გადაკვეთა – 5კმ.
  • ბაკურიანი-მაჯადია-თოთხამის საავტომობილო გზაჯვარედინზე – 5,5კმ
  • ბაკურიანი-თოთხამი-კორხის გზის გადაკვეთა -2,5კმ
  • ბაკურიანი-ორჯა-ხანდო-ვარევანი-ალასტანი-კოკიო-აზავრეთის გზის გადაკვეთა – 23,5კმ.
  • არაგვა-გომანი-ოლავერდი– 7კმ
  • ბაკურიანი-ზაქი-თირქნა-გომანის გზის გადაკვეთა – 5კმ
  • გომანი-ბალხო-ბუღაშენი-მერენია-იხტილა – 10კმ
  • ბაკურიანი-ბარალეთი-იხტილა-პატარა სამსარი-დიდი სამსარის გზის გადაკვეთა – 15კმ.
  • კოჩიო-აგანა-სირქვა – 3,5კმ
  • ბარალეთი-კოჩიო-ალათუმანი-ბეჟანო – 10კმ
  • ბაკურიანი-მოდეგამის გზის გადაკვეთა – 2,5კმ
  • ბაკურიანი-გოდოლარი-ბურნაშეთი-აზავრეთის გზის გადაკვეთა – 3კმ.
  • ბაკურიანი-ლომატურცხი-ბურნაშეთის გზის გზაჯვარედინზე – 2 კმ
  • ბაკურიანი-ტურცხის გზის გადაკვეთა – 1,5კმ

საერთო ჯამში თოვლისგან 174 კმ-ის სასოფლო გზა გაიწმინდება.

უნდა გაიწმინდოს ახალქალაქის შემდეგი ქუჩები:

  • თავისუფლება
  • ნალბანდიანი
  • ჩარენცი
  • თუმანიანი
  • თამარ მეფე
  • მაშტოცი
  • დარბინიანი
  • მალხასიანი
  • ჭავჭავაძე
  • რუსთაველი
  • მიკოიანი
  • მარგარიანი
  • ჯავახიშვილი
  • გუსან ავასი

დასუფთავების სამუშაოები როგორც გრეიდერით წმენდას, ისე რეაგენტის დაყრასას მოიცავს. თოვლი მხოლოდ ახალქალაქის მერიის განცხადების საფუძველზე გაიწმინდება.