ერთ თვეზე მეტია ახალქალაქი-ნინოწმინდის გზის მონაკვეთი დანგრეულ მდგომარეობაშია. ასფალტი გზის პირას დანგრეულია, დიდი ბზარები გაჩნდა. ტრანსპორტის მუშაობა არ არის დარღვეული, მაგრამ თუკი ამ მონაკვეთში შემხვედრი მანქანები შეხვდებიან, შესაძლოა ავარიული სიტუაცია წარმოიქმნას. გზის აღდგენის სამუშაოები კომპანია „ჯავახ ავტო გზამ“ საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ უნდა ჩაატაროს.

1

2

ახალქალაქი-ნინოწმინდის გზის საფუძვლიანი რეაბილიტაცია 2019 წლის ივლისში დაიწყო. სამუშაოების დასრულების შემდეგ მძღოლები შესრულებულ სამუშაოს უჩიოდნენ, აცხადებდნენ, რომ მოსახვევი უფრო მკვეთრი გახდა. ხოლო ბოლო თვის განმავლობაში გზის ამ მოსახვევის მონაკვეთი უფრო დაინგრა.

3

ამ გზის რეაბილიტაციის ელექტრონული ტენდერი საქართველოს ტერიოტორიული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2019 წლის 18 აპრილ გამოაცხადა, რომლისთვისაც 19 038 910 ლარი იყო გამოყოფილი. ტენდერი „საგზაო-სამშენებლო სამმართველო №1“-მა 14 749 992,92 ლარით მოიგო, თუმცა სარემონტო სამუშაოები ქვეკონტრაქტორმა „ჯავახ ავტო გზამ“ ჩაატარა. აღნიშნული კომპანია ასევე დაკავებულია ახალქალაქის გზების მომსახურებით, შესაბამისად, გადავწყვიტეთ კომპანია „ჯავახ ავტო გზასთან“ გაგვერკვია, შესარულებენ თუ არა ისინი ამ სამუშაოებს და როდის?

5

„დიახ, ამ გზის მონაკვეთი უნდა აღვადგინოთ, მაგრამ დეპარტამენტთან გზის აღდგენისა და მოვლა-შენახვის ხელშეკრულება არ გვქონდა, ახლა უვე მოვაწერეთ ხელი ხელშეკრულებას და ახლო მომავალში აღდგენით სამუშაოებს დავიწყებთ“,- განაცხადა „ჯავახ ავტო გზა“-ს წარმომადგენელი სანდრო ინასარიძემ.

4