კომპანია „არალიმ“ სოფელ კარწახის გავლით ახალქალაქიდან თურქეთის საზღვართან მიმავალი გზის რეაბილიტაციაზე მუშაობა განაახლა. სამუშაოები სოფელ კარწახში მიმდინარეობს. საზღვრიდან სოფელ კარწახამდე გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია გასულ 2023 წელს ჩატარდა.
ბოლო დროში კომპანია „არალიმ“ ტექნიკა სოფელ კარწახში გადაიტანა, სადაც სამუშაოები უკვე დაწყებულია, სოფლის შიგნით გზები გაითხარა, რადგან სარემონტო სამუშაოები სოფელ კარწახიდან დაიწყება. შეგახსენებთ, რომ ეს გზა დიდი ხანია საშინელ მდგომარეობაშია. უკრაინაში ომის დაწყებიდან რამდენჯერმე გაიზარდა ტვირთების გადაზიდვა ამ გზაზე, გზამ ამ დატვირთვას ვერ გაუძლო. გასულ წელს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ახალქალაქი-კარწახის გზის ნაწილობრივი რეაბილიტაცია დაიწყო, რეაბილიტაცია ორმა კომპანიამ დაიწყო. „არალიმ“ 10 კმ გზის რეაბილიტაციის ტენდერში გაიმარჯვა.
სამუშაოების შეუსრულებლობის გამო კომპანია „არალი“ ორჯერ დაჯარიმდა, თუმცა გზის სხვა ნაწილში, ე.წ. “გოროდოკის” მონაკვეთში.