სოფელ კარტიკამში სოფლის გზის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდა. გზა ორ წელიწადში (2024-2025) უნდა მოასფალტდეს. ასევე იგეგმება კარტიკამი-აბულის გზის ბეტონის დასრულება 2025 წლის ბოლომდე.

კარტიკამში სოფლის გზის მოასფალტებაზე ტენდერი გუშინ, 12 მარტს გამოცხადდა, 1 217 750 ლარის ოდენობით, 2024 წელს 608 875 ლარს დახარჯვაა დაგეგმილი, 2025 წელს კი 608 875 ლარის, განაცხადების მიღების ბოლო ვადა 4 აპრილია. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

ტენდერის მიხედვით, სამუშაოების დასრულების ვადაა ხელშეკრულების გაფორმების დღიდან 120 კალენდარული დღე, 60 დღე – 2024 წ. და 60 დღე – 2025 წ.

შეგახსენებთ, რომ თებერვალში აბული-კარტიკამის გზის რეაბილიტაციის ტენდერიც გაიმართა. ის მუნიციპალიტეტში ახალმა კომპანიამ „იბერმა“ 1`298`300 ლარის ოდენობით მოიგო. ესეც ორწლიანი შენაძენია. 2024 წელს 776 045 ლარია გამოყოფილი, საიდანაც 737 242 ლარი რეგიონული ფონდის შენატანი იყო, 38 803 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტის შენატანი. 2025 წელს – 672 264 ლარი.

სოფელ კარტიკამის შიდა გზა ასფალტის იქნება, ხოლო აბული-კარტიკამის საავტომობილო გზა – ბეტონის.