როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზირებდა, ჯავახეთში თოვლი მოვიდა, ზოგიერთ სოფელში გზებზე ქარბუქი და ყინული იყო. მერიის ინფორმაციით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში დაკეტილი გზები არ არის, მაგრამ არის ძნელად გასავლელი სოფლები.
მერიიდან იტყობინებიან, რომ მათ სოფელ აზავრეთიდან და კოკიიდან მიმართეს გზების თოვლისგან გაწმენდისთვის. ამ დროისთვის სხვა სოფლებიდან გზების გაწმენდის მიმართვა არ არის. ამ ორი მიმართულებით გაწმენდითი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.