8 ნოემბერს, ახალქალაქის მერიამ საახალწლო დღესასწაულებისთვის ინვენტარის შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა.
ახალი 2023 წლისთვის ახალქალაქის გასაფორმებლად 60 000 ლარის ტენდერი გამოცხადდა, რომელიც სადღესასწაულო განათებისა და დეკორაციის მოწყობას, ახალქალაქის 10 მეტრიანი ნაძვის ხის მორთულობის შეძენასა და მის დიზაინერულ მორთვას გულისხმობს.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად განაცხადთა მიღება 17 ნოემბერს 12:00 საათზე სრულდება.
მითითებული საახალწლო საქონელი ადგილზე უნდა იყოს არაუგვიანეს 2022 წლის 15 დეკემბრისა, ხოლო საშობაო დეკორაციები 2022 წლის 20 დეკემბერს.
ტენდერი სხვადასხვა დეკორატიული კონსტრუქციის, ქუჩის დეკორაციის შეძენას (ფიფქები, ნაძვის ხეები, გირლანდები) გულისხმობს.
10 მეტრიანი ნაძვის ხე გირლანდით განათდება, ძველ სათამაშოებს კი ახლები დაემატება.
ყველა დეკორაცია ტენიანობის რეზისტენტული და ახალი უნდა იყოს. იმ შემთხვევაში, თუ მიწოდებული შესყიდვის ობიექტს საწარმოო დეფექტი აღმოაჩნდება ან არ დააკმაყოფილებს ტექნიკური პირობებით განსაზღვრულ პარამეტრებს, ტენდერში გამარჯვებული ვალდებულია დაუყოვნებლივ შეცვალოს დეფექტური შესყიდვის ობიექტი ახალი იდენტური პარამეტრებით, მყიდველის მხრიდან ყოველგვარი დამატებითი ხარჯების გარეშე.
გასულ წელს ადგილობრივმა ბიუჯეტმა ქალაქის გაფორმებისთვის 40 000 ლარი დახარჯა. დააორგანიზეს ძალიან საინტერესო საახალწლო ღონისძიებებიც.