22 ოქტომბერს ანსამბლი „ჯავახკი“ დაარსებიდან 22 წლის იუბილეს აღნიშნავს.
ანსამბლი 2000 წლის 22 ოქტომბერს ალიკ ქსპოიანმა დააარსა. თავდაპირველად გუნდი შეიქმნა, ერთი თვის შემდეგ კი საცეკვაო ანსამბლი გახდა. 2001 წლიდან ანსამბლის ქორეოგრაფი ლამარა მხითარიანია – ასე შეიქმნა ცეკვისა და სიმღერის ფოლკლორული ანსამბლი „ჯავახკი“.
ანსაბმლი ეთნოგრაფიული იყო და ჯავახური ცეკვები იდგმებოდა.
2013 წელს თბილისში ფოლკლორული ანსამბლის წოდება მიიღეს.
ანსამბლ „ჯავახკის“ დამფუძნებელი ამბობს, რომ მათი მისია მუდმივად არსებობაა. შექმნიდან სამი წლის შემდეგ, 2003 წელს, ანსამბლი პირველად გამოვიდა საერთაშორისო სცენაზე, უნგრეთსა და სლოვენიაში, საიდანაც დიდი გამარჯვებებით დაბრუნდა.
ანსამბლი მრავალი წელია სხვადასხვა კონკურსებსა და ფესტივალებში მონაწილეობს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. გამოდიოდნენ ევროპულ და რუსულ სცენებზე და საპატიო ადგილებსაც იკავებდნენ.
„თითქმის ყველა სოფელში ცეკვის და სიმღერის ანსამბლები გვაქვს, რადგან ჩვენი მისი ახალქალაქის სოფლებში კულტურის განვავითარებაა. იმ სოფლებშიც კი, სადაც კლუბი არ გვაქვს, მიზნად ეროვნული სამოსის პოპულარიზაცია დავისახეთ. საბოლოოდ ფესტივალი “ჯავახეთის გაზაფხული” უკვე მეთორმეტედ აღვნიშნეთ“, – ჰყვება ანსამბლი „ჯავახკის“ დამფუძნებელი ალიკ ქსპოიანი.
წლების განმავლობაში ანსამბლი „ჯავახკის“ მოსწავლეებმა ახალქალაქის თითქმის ყველა რაიონის სოფელში საცეკვაო ჯგუფები გახსნეს.
„ძალიან რთულად დავიწყეთ, არაფერი გაგვაჩნდა. სიცივის მიუხედავად დღეები და საათები ვვარჯიშობდით. ჩვენი შრომისმოყვარეობისა და ბავშვების სიყვარულის წყალობით, ანსამბლი დღემდე არსებობს“, – განმარტავს აშუღი.
აშუღი სამომავლო გეგმებზე ჯერ არ საუბრობს. ამბობს, რომ მისი ერთადერთი სურვილი კულტურის შენობის გარემონტებაა, რადგან იქ ოთხ ათეულ წელზე მეტია კაპიტალური რემონტი არ ჩატარებულა.
“სიძნელეებზე არ მინდა ვისაუბრო, რადგან ყოველ ფეხის ნაბიჯზეა. თუ მათი შეგვეშინდება, ვერაფერს გავაკეთებთ. წინსვლაზე უნდა ვიფიქროთ”, – განმარტავს ალიკ ქსპოიანმა.
აშუღი ანსამბლის მუშაობის შეფასებას პუბლიკას ანდობს.
2 თვის წინ, 20 აგვისტოს, ანსამბლი საბერძნეთში გამართულ ფერსტივალ “16th International Dance Festival Palaria”-დან საპატიო პირველი ადგილით დაბრუნდა.
ანსამბლის შესახებ ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ:
ანსამბლ “ჯავახკის” მორიგი წარმატება საბერძნეთში
აშუღმა ალიკ ჯავახკმა „ქართული ქორეოგრაფიის რაინდის ორდენი“ მიიღო
ფესტივალი “ჯავახური გაზაფხული” შედგა
აშუღი ალიკ ჯავახკი: სიმღერა ლაპარაკზე ადრე დავიწყე