1989 წლიდან დღემდე, ახალქალაქის კულტურის სახლში მრავალი სირთულის მიუხედავად, აშუღი, ალიკ ჯავახკი ჯავახეთის სომხების სიმღერისა და ცეკვის ხელოვნებას მსოფლიოს აცნობს.
სახალხო მგოსანი ალიკ ჯავახკი (ალიკ ქსპოიანი) 1950 წლის 27 იანვარს ნინოწმინდის რაიონის სოფელ ჯიგრაშენში დაიბადა. 1968 წელს, 18 წლის ასაკში, ქსპოიანების ოჯახი ახალქალაქში გადავიდა საცხოვრებლად.
ქსპოიანი სოფელ ჯიგრაშენის ერთ-ერთი პირველი კურსდამთავრებული იყო. სკოლის დამთავრების შემდეგ რუსეთის საბჭოთა ფედერაციულ სოციალისტურ რესპუბლიკაში (რსფსრ) წავიდა და ბლაგოვეშჩენსკის ისტორიულ უნივერსიტეტში ჩაირიცხა, რომელიც 1974 წელს დაამთავრა. პროფესიით ისტორიკოსი ასწავლიდა საზღვაო სასწავლებელში. ჯერ კიდევ სტუდენტობისას 1,5 წელი სწავლობდა რუსეთის დამსახურებული არტისტის, მომღერლის ვლ. ბაბერეჟსკის საოპერო სტუდიაში. აშუღს რუსეთის ფედერაციაში არაერთი სამუშაო შემოთავაზება ჰქონდა, მათ შორის ფილარმონიაში, სომხეთშიც, მაგრამ მშობლიურმა მიწამ მიიზიდა და ჯავახეთში დაბრუნდა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი შესაძლებლობა ჰქონდა, მაინც რეპატრიაციის გზა არჩია.
აშუღის ოჯახში ბევრი მღეროდა: ბაბუა, ბიძა, დედა და ეს თანდაყოლილი ნიჭი მასაც გადაეცა.
„ჩემი სიმღერა ჩემი ოჯახიდან მოდის, ბაბუა აშუღი იყო, ბიძაჩემი და დედაჩემიც მღეროდნენ, გასაგებია, რომ ასეთ ოჯახში ხელოვან ადამიანად უნდა გავზრდილიყავი. ჩემს ბიოგრაფიაში წერია, რომ სიმღერა ლაპარაკზე ადრე დავიწყე”, – ამბობს ღიმილით აშუღი.
მისივე თქმით, სიმღერის გზაზე ცხოვრებამ დააყენა.
„რუსეთში ყველაფერი დავტოვე და ჩემს მშობლიურ ჯავახეთში ჩამოვედი, იმის მჯეროდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, მელოდებიან, მაგრამ სირთულეების გარეშე არაფერი გამოვა. ბევრი სირთულე იყო, მაგრამ ისინი დავძლიე“, – დაამატა მან.
დაბრუნების შემდეგ აშუღს მრავალი სირთულე შეექმნა. იმ დროისთვის მამა უკვე გარდაცვლილი იყო, დედა კი ავადმყოფობდა. სირთულეები წარმოიშვა ასევე დასაქმებაში, ბინის საკითხებში და სხვა.
ჯავახეთში ქსპოიანმა ახალქალაქის რაიონულ კომიტეტში წიგნის მოყვარულთა საზოგადოების აღმასრულებელი მდივნის თანამდებობა მიიღო.
არჩევანის საშუალება ჰქონდა ახალქალაქსა და ერევანს შორის, მაგრამ, როგორც თავად აღნიშნავს, სულის კივილმა არ მისცა მშობლიური აკვნის დატოვების საშუალება, 1989 წლიდან არის ახალქალაქის რაიონის კულტურის სახლის დირექტორი.
აშუღის პირველი სიმღერა იყო „შენი ძახილი ჯავახქ“, ხოლო მეორე – „აშუღი გავხდი“, რომელიც მან დაწერა ხალხის ცხოვრებაში მძიმე პერიოდის დანახვით, განსაკუთრებით საბჭოთა კავშირის დაშლის დროს.
„ყოველთვის ჩემი ხალხის მსახური ვიყავი, მათი დარდის გამო გავხდი აშუღი. ფაქტობრივად, დავინახე, რაც ხდებოდა, განსაკუთრებით სსრკ-ს დაშლის შემდეგ, ყველაფერი დაინგრა და განადგურდა. 27-30 დაწესებულება-საწარმო მთლიანად დაინგრა, მიტინგები, შენობები დაინგრა, ფანჯრები ჩამოიყარა. მოვედით და ყველაფრით, მინით, ალუმინით, დავხურეთ ფანჯრები შენობის დასაცავად, აი რას ნიშნავს იყო ხელოვნებისადმი ერთგული“, – ამბობს აშუღი.
შემდეგ იყო ხანგრძლივი და რთული წლები. იმავდორულად განაგრძობდა შემოქმედებით საქმიანობას. 2006 წელს, ქსპოიანი ერევანში საზეიმოდ დააჯილდოვეს და აშუღ ალიკ ჯავახკის წოდება მიანიჭეს.
„მიხარია, რომ ზეთის ცხება ავასის სულიერი მამის, ვარდაპეტის ძისგან მივიღე. ადრე, როცა აშუღად იწვევდნენ, სილას ურტყამდნენ, ახლა კი ასეთი ტრადიცია არ არსებობს“, – ამბობს ის.
აშუღ ალიკ ჯავახკი 200-ზე მეტი სიმღერის ავტორია.
ამის შემდეგ, 2007 წელს, ქსპოიანმა პირველად გახსნა აშუღთა სკოლა ახალქალაქში, რომელშიც შედიოდა აშუღების ანსამბლი. ამის შემდეგ, სოფლებში სიმღერისა და ცეკვის წრეები გაიხსნა. 2000 წელს დააარსა ჯავახკის ეთნოგრაფიული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებში, სხვადასხვა შეჯიბრებებში მონაწილეობდა და მრავალი გრანპრიც მოიპოვა.
„ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენ ყველგან ვავრცელებთ ჯავახეთის ხელოვნებას, ჩვენს სულს მსოფლიოს ვაჩვენებთ“, – ამბობს აშუღი.
2017 წელს აშუღმა ასევე მოაწყო «კოსტიუმების ეროვნული» ფესტივალი, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საცეკვაო წრე თითოეული სოფლიდან საკუთარი კოსტიუმით გამოდიოდა. მოაწყო ფესტივალი “ჯავახეთის გაზაფხული”, რომელიც ჯავახეთში ზედიზედ 11 წელია იმართება. ფესტივალში მონაწილეობის მსურველები სომხეთიდან, წალკადან, ნინოწმინდადან, ასპინძადან, ახალციხიდან და სხვა ქალაქებიდან ჩამოდიან. შემდეგ მოაწყო „დეკლამაციის ფესტივალი“.
პარალელურად არის საქართველოში სომეხ მწერალთა კავშირის ვერნატუნის წევრი და დაჯილდოებულია არაერთი მედლით საქართველოდან, სომხეთიდან და რუსეთიდან. 2003 წელს სომხეთის რესპუბლიკის საერთაშორისო ხელოვნების ცენტრს მიენიჭა წოდება – „ხელოვნების მიმდევარი“, 2012 წელს საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიიღო. დაჯილდოვდა ორი ორდენით. სომხეთში დაჯილდოვდა მედლებით: „მოვსეს ხორენაცის“, „ კომიტასი“, „საიათ-ნოვა“, „ნაგაშ ოვნათიანი“ და „ჯივანი“. აშუღმა კულტურის სახლში დადგა სპექტაკლი „ჩემი ქალიშვილის მეჯვარეები“, რომელიც ნაჩვენები იყო, როგორც ნინოწმინდასა და გიუმრში, ასევე ერევანსა და თბილისში.
აშუღი საუბრობს პირველ ძვირადღირებულ საჩუქარზე, რომელიც დღემდე ახსოვს.
„სამი წლის ვიყავი, მდიდარმა კაცმა წამიყვანა მაღაზიაში, დახლზე დამაყენა და მითხრა, – რამე იმღერეო. რამდენადაც მახსოვს, სიმღერა „ეს პუჭურ, იარს პუჭურ“ ვიმღერე, მან კი ერთი კილოგრამი ტკბილეული მაჩუქა, ტკბილეული სახლში წავიღე. წარმოიდგინე ტკბილეული იმ დროს. ეს ტკბილეული მაშინ გახდა ჩემი ყველაზე დასამახსოვრებელი საჩუქარი. რა თქმა უნდა, მივიღე მონაწილეობა სხვადასხვა ფესტივალში, მაქვს ბევრი საჩუქარი და ჯილდო, მაგრამ, სამწუხაროდ, მათი უმეტესობა ვერ გადარჩა. არ მესმის, როგორ გაქრნენ ისინი კულტურის სახლიდან, ”- ამბობს ქსპოიანი.
აშუღის მეუღლეც ხელოვნების სფეროდანაა, ის ქორეოგრაფია, ერთად მუშაობდნენ, ერთმანეთის შეუყვარდათ და დაქორწინდნენ. ორი შვილი ჰყავთ, არცერთმა შვილმა არ აირჩია აშუღის გზა, მაგრამ მამას ყველა საკითხში მხარს უჭერენ.
სომხეთის საზოგადოებრივმა ტელევიზიამ არაერთხელ ისაუბრა აშუღზე, ის აჩვენეს გადაცემებში “სომხური ხმა”, “სიმღერების კრებული”, “ციტატები”, “მუსიკალური ფოსტა”, ასევე ისაუბრეს აშუღზე საზოგადოებრივ რადიოში.
ქსპოიანი აღნიშნავს, რომ კორონავირუსმა დიდი დარტყმა მიაყენა კულტურის სახლის საქმიანობას, მაგრამ ამის მიუხედავად, მუშაობა არ შეუწყვეტიათ. მუშაობდნენ ონლაინ, ატარებდნენ „საიდუმლო“ შეხვედრებს, მართავდნენ რეპეტიციებს.
შენობაში არსებული რთული პირობების მიუხედავად, იმედგაცრუება არ ეუფლებათ და ჯავახეთის სომხური სიმღერების, ცეკვების და კულტურის წარმოდგენასგანაგრძობენ არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. როგორც თავად აშუღი ამბობს: „ეს უბრალოდ მიზეზებია. ამიტომ, არასოდეს უნდა ვიყოთ იმედგაცრუებული და უნდა წავიდეთ წინ და ვაჩვენოთ ჩვენი კულტურა მსოფლიოს”.
აშუღი იმედოვნებს, რომ კულტურის სახლის შენობა 2022 წელს გარემონტდება.