დღეს, 25 ივნისს, ახალქალაქის კულტურის სახლში ხალხური ცეკვისა და სიმღერის მე-12 ფესტივალი – “ჯავახური გაზაფხული” გაიმართა.   

paratonn

კულტურის სახლის საკონცერტო დარბაზში იყო ანშლაგი, დიდი ხანია აქ არ იყო ამდენი ადამიანი, გასასვლელებიც კი ხალხით იყო სავსე.

paraton7

ფესტივალს ესწრებოდნენ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ნაირი ირიციანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ედუარდ აღასარიანი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, მკრტიჩ მღდესიანი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი, ვალერი სტელმაშოვი, მონაწილეთა მშობლები და მხოლოდ მაყურებლები.

ფესტივალი “ჯავახური გაზაფხული” პირველად 2008 წელს გაიმართა. პანდემიის გამო ფესტივალი ორი წელი არ გამართულა.

გალა კონცერტი ახალქალაქის აშუღთა სკოლის კურსდამთავრებულმა, სომხეთში ცნობილმა მომღერალმა, მასის ჰუნანიანმა გახსნა. მან რამდენიმე სიმღერა შეასრულა, მაყურებელმა მასთან ერთად იმღერა და იცეკვა. მასის ჰუნანიანმა მადლობა გადაუხადა თავის პირველ მასწავლებელ აშუღ ალიკს.

paraton3

“ხუთი წლის ასაკიდან ვსწავლობდი ჩემს ვარპეტ აშუღ ალიკთან, მადლობელი ვარ მისი ყველაფრისთვის, რაც მან გააკეთა ჩემთვის და “ჯავახური გაზაფხულისთვის” ყოველწლიური ფესტივალი მისი დამსახურებაა”, – განაცხადა მასის ჰუნანიანმა.

paraton2

მან ასევე მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას და ჯავახეთის ყველა მცხოვრებს. მადლობის ნიშნად საჩუქრად ნახატი მიიღო.

ფესტივალი მუნიციპალიტეტის საზღვრებს დიდი ხანია გასცდა და ფოლკლორულ ფესტივალად იქცა. კონცერტში ასპინძის, ნინოწმინდის, წალკის ანსამბლები მონაწილეობდნენ. ფესტივალზე 37 წარმოდგენა გაიმართა, საიდანაც 8 ინდივიდუალური შემსრულებელი იყო, 29 ფოლკლორული ანსამბლი.

წლევანდელი ფესტივალის ყველა ხარჯი მუნიციპალიტეტმა დაფარა.

“წელს ძალიან მკაცრი შერჩევა ჩავატარეთ, ერთი თვის წინ დავიწყეთ, ზოგი მექანიკურად ჩაერთო ფესტივალში, ზოგს ადგილზე შეხედეს”, – ამბობს ახალქალაქის კლუბების ასოციაციის დირექტორი, ალიკ ქსპოიანი.

paraton5

გამომსვლელთა რაოდენობა ჟიურიმ შეაფასა. ჟიურიში შედიოდნენ ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლ “ჯავახკის” ქორეოგრაფი, ლამარა მხითარიანი, სოფელ ბავრას სკოლის მასწავლებელი, ჯულიეტა შირინიანი, მხატვარი ჰაიკაზ ყარაგულიანი და სომხური დახმარების კავშირის ხელმძღვანელი, კარინე თათევოსიანი.

paratotn

ყველა მონაწილის გამოსვლის შემდეგ, ჟიურისა და მაყურებლის წინაშე წარსდგა ხალხური ცეკვის ანსამბლი „ჯავახკი“, ასევე ანსამბლი „მურჯი“.

paraton6

ანსამბლის ყველა მონაწილემ და ხელმძღვანელმა დიპლომი მიიღო.

paraton4

ფესტივალის გრან პრი “ცეკვის” ნომინაციაში მიიღო ანსამბლმა დამალიდან.  

ფესტივალის გრან პრი “ცეკვის” ნომინაციაში მიიღო ანა ტოროსიანმა. 


      ნომინაცია “ცეკვა”: 

  • 1 ადგილი – სოფელ ტურცხის ცეკვის ანსამბლი
  • 2 ადგილი – სოფელ ბეჟანოს ცეკვის ანსამბლი
  • 3 ადგილი – სოფელ ალასტანის ცეკვის ანსამბლი

    ნომინაცია “სიმღერაში” 
  • 1 ადგილი – გრიგორ სანდროსიანი
  • 2 ადგილი – ანა ეპრიკიანი
  • 3 ადგილი – ზინა კურგინიანი