ჯავახეთიდან ჩამოსული მიგრანტები, რომლებიც რუსეთსა და სომხეთში დღიური საკვების ან უკეთესი საცხოვრებელი პირობების საძიებლად წავიდნენ, დღესდღეობით გაურკვევლობაში არიან, ომი და დაუცველობის შეგრძნება აწუხებთ. ზოგი სიტუაციის გამოსწორებას ელის, ზოგი კი დროებით ჯავახეთში დაბრუნდა. სხვები ან სამშობლოში დაბრუნებაზე ფიქრობენ, ან საქართველოს მოქალაქეობის აღებას ცდილობენ.
ნაწილობრივი მობილიზაციის პირველ კვირას, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამოაცხადა, ახალქალაქში გამოჩნდნენ მამაკაცები, რომლებიც საყოველთაო პანიკისას თავიანთ ისტორიულ სამშობლოში (ახალქალაქი, ნინოწმინდა) გაიქცნენ, სადაც ნათესავები ჰყავთ და ცარიელ სახლებს დაუბრუნდნენ. ჩამომსვლელები ადგილობრივებისგან ძირითადად მცირე ზონის წელის ჩანთებით გამოირჩევიან.
„საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის” მონაცემებით, სამცხე-ჯავახეთის, ახალქალაქისა და ნინოწმინდას მოსახლეობის რაოდენობას 1994 წელს 245,1 ათასი ადამიანი შეადგენდა, 2022 წელს კი 148 336 ადამიანი (ემიგრაციაში 96 764 ადამიანი წავიდა).
90-იანი წლების დასაწყისში, სსრკ-ს დაშლის შემდეგ, მიგრანტთა ძირითადმა ნაკადმა ახალქალაქი და ნინოწმინდა მასიურად დატოვა. პოსტსაბჭოთა პერიოდში, 30 წლის განმავლობაში ჯავახეთის მცხოვრებლები ჯერ სეზონურ სამუშაოზე დადიოდნენ რუსეთში, შემდეგ შვილები გადაიყვანეს იქაურ სკოლებში, საბოლოოდ კი რუსეთის სხვადასხვა ქალაქში გადავიდნენ საცხოვრებლად. მიგრაციის ნაკადი თავდაპირველად განპირობებული იყო პოლიტიკური (გამსახურდიას განცხადებები „საქართველო ქართველებისთვის“ ) და ეკონომიკური პრობლემებით; ხალხს სჭირდებოდა ელექტროენერგია, გათბობა, ასფალტი და შვილებისთვის უკეთესი მომავალი.
შესაძლებლობებსა და კარგ ცხოვრებას სახელმწიფოს წინაშე პასუხისმგებლობები და ვალდებულებები მოჰყვება. სამხედრო მოვალეობა, რომელსაც მიგრანტებს ან ადვილად ართმევდნენ თავს, ან ერიდებოდნენ, ახლა საფრთხეს უქმნის. ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ ჯავახეთში რამდენიმე სომეხი დაიღუპა – ნათესავების დაღუპვის შესახებ ინფორმაცია მიიღეს სოფელ კუმურდოში, ხულგუმოში და ზოგიერთ სხვა დასახლებაში. ბევრმა დალოდება არჩია, რათა ენახა როგორ დასრულდებოდა ეს პროცესი. სხვები, რომლებიც პანიკაში ჩავარდნენ, ოჯახებთან გაიქცნენ.
არმენ ო.-მ (სახელი რესპონდენტის თხოვნით შეიცვალა) მოსკოვის დატოვება ამჯობინა, მიუხედავად იმისა, რომ იქ კარგი, ღირსეული სამსახური და ოჯახი აქვს. ახალქალაქში მის ოჯახს საკუთარი სახლი აქვს, რომლის გაყიდვას დიდი ხანი ცდილობდნენ. წლების განმავლობაში დაცარიელებული კი საცხოვრებლად აღარ ვარგა. არმენი გარკვეული პერიოდი ახლო ნათესავებთან ცხოვრობდა.
„რუსეთიდან 7 ოქტომბერს ჩამოვედი, მშობლები და მეუღლე იქ დარჩნენ, მუშაობენ. დავრჩები, სანამ ყველაფერი არ დამშვიდდება. რუსეთში საქმეები გვაქვს, მიჩვეულნი ვართ იქ ცხოვრებას. მე ექიმი ვარ და მსახურება სავალდებულოა“,- განმარტავს თანამოსაუბრე.
მალე დანარჩენ ნათესავებთან ერთად, რომლებმაც ასევე მობილიზაციას „გაექცნენ“, არმენი სომხეთში, ერევანში გაემგზავრება. დიდი ქალაქი კვლავ პრიორიტეტულია მათთვის, ვინც ახალქალაქის მშვიდ და მოზომილ ყოველდღიურობას გადაეჩვია.
მობილიზაციისგან „გაქცეულებს“ შორის მდედრობითი სქესის წარმომადგენლებიც იყვნენ. ვენერა თ.-ს მშობლები რუსეთში 2000-იან წლებში გადავიდნენ. ის 7 ოქტომბერს მაშინ ჩამოვიდა, როცა ზემო ლარსის საზღვართან პანიკა და რიგები ჩაწყნარდა. საქართველოს მოქალაქეობის დაბრუნება გადაწყვიტა. პროფესიით ორთოდონტი, ხანდახან სამშობლოში სამუდამოდ დაბრუნებაზე ფიქრობს.
„საქართველოს მოქალაქეობის დაბრუნება გადავწყვიტე, რათა თავისუფლად გადავაადგილდე მთელს მსოფლიოში. სამშობლოში დაბრუნების შანსები მაქს, მსურს პროფესიულად გავიზარდო და ეს დარგი ჩემს სამშობლოშიც განვავითარო. რატომ ახლა? – რადგან იქ, სადაც ვცხოვრობ მომავალი ბუნდოვანია, თუმცა დღესდღეობით რუსეთში ვცხოვრობთ. დაბრუნებაზე იმ მომენტიდან ვფიქრობდი, როცა ბევრმა მეგობარმა დატოვა ქვეყანა. პანიკა მაშინ იწყება, როცა ყველა გარბის და შენ ზიხარ და მხოლოდ ფიქრობ “, – ჰყვება იგი.
ვენერას თქმით, იმ ადამიანებს, რომლებსაც დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობა აქვთ, შეუძლიათ განსაზღვრული ვადით დაბრუნდნენ. ის ისევ რუსეთში მიემგზავრება, თუმცა ახალქალაქში ჩამოსვლასაც გეგმავს.
„ჩემი ბიძაშვილი მობილიზებულია, მაგრამ უკვე დიდი ხანია პრაღაში ცხოვრობს. მე სავალდებულო სამხედრო სამსახური მევალება და ჩემი მობილიზებაც შეუძლიათ. ომის შეწყვეტის შემდეგ, ყველა უკან დაბრუნდება. ეს ნორმალურია, რადგან შიშისას ქმედებებს სამი რეაქცია განსაზღვარსვ: ან გარბხარ, ან იყინები, ან რაღაცის კეთებას იწყებს, რათა რამე შეცვლო და მიტინგებზეც დადიხარ“,- განმარტავს ვენერა.
ომის მიუხედავად ჯავახეთელი სომხები ოჯახებით დაბრუნებას ჯერ არ აპირებენ, მხოლოდ ახალგაზრდებს აგზავნიან. თუ ომი რუსეთის ტერიტორიაზე გადაინაცვლებს, შესაძლოა ბევრმა იმ სამშობლოში დაბრუნება ამჯობინოს, რომელიც კარგი ცხოვრებისთვის დატოვეს. მობილიზაციის დროს ბევრისთვის უსაფრთხო ადგილი ახალქალაქი, ნინოწმინდა აღმოჩნდა.
2020 წლის, მთიანი ღარაბაღის 44-დღიანი ომის შემდეგ, სომხეთში გადასახლებულმა ბევრმა ჯავახმა სომეხმა შვილებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მიცემა დაიწყო, თუმცა ასე ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის დროსაც იქცეოდნენ. ამჟამად ვაჟებს მოქალაქეობას ახლა ბევრი აძლევს, მიუხედავად იმისა, რომ სომხეთის მოქალაქეობაზე უარის თქმას პრობლემებიც მოჰყვება
“საქართველოს მოქალაქე ვარ, ქმარი კი სომხეთის. ორი ვაჟი გვყავს, მინდა ჩემი მოქალაქეობა ჩემს შვილებს გადავცე. მიზეზი მხოლოდ ერთია, მეშინია შვილები ომში არ წავიდნენ. არ ვარ დარწმუნებული, როცა ჯარში წასვლა ომი დროს მოუწევთ. სომხეთში ბევრს ვიცნობ ისეთს, ვისაც სურდა შვილებს საქართველოს მოქალაქეობა ჰქონოდათ, მაგრამ თავადაც ვერ შეინარჩუნეს მოქალაქეობა, ამიტომ ბავშვებისთვის მოქალაქეობის მინიჭება შეუძლებელი გახდა. მაგრამ ასევე ვიცნობ მათ, ვისაც ჰქონდათ ასეთი შესაძლებლობა და ისარგებლეს კიდეც. უარი უნდა ვთქვათ სომხეთის მოქალაქეობაზე მანამ, სანამ ბავშვები 12 წლის გახდებიან, შემდეგ მათ სამხედრო სამსახურში გაიწვევენ. პრობლემები ჩნდება მაშინაც, თუ მათ სომხეთის მოქალაქეობა არ აქვთ, რადგან ბევრი სპორტული სექცია, მუსიკალური სკოლა და სხვა დამატებითი განათლება ფასიანი იქნება“, – აცხადებს სედა შახბეკიანი.
პროვინციულ, მკაცრ ჯავახეთში ცხოვრება აღარ იზიდავს ადამიანებს, რომლებიც ოდესღაც კარგი ცხოვრებისთვის წავიდნენ, მაგრამ ომს საკუთარი კორექტივები შეაქვს ახალ სამშობლოდ ქცეულ, უცხო ქვეყანაში შექმნილ საინტერესო ცხოვრებაში.