უეცარი თოვლი და ძლიერი ქარი, ქარბუქი – ასე დაიწყო გაზაფხული ჯავახეთში. გაზაფხულის მე-4 დღეს ჯავახეთის გზებზე შემდეგი ვითარებაა:

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ნინოწმინდისა და წალკის გავლით თბილისისკენ მიმავალი გზა გადაკეტილია. კერძოდ, დაიკეტა ფარავნის უღელტეხილი.

ნინოწმინდის გავლით სომხეთის საზღვრამდე (ბავრა) მიმავალი გზა ღიაა ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარწახით თურქეთის საზღვართან (აქტაში, ჩილდირი) მიმავალი გზა ღიაა ყველა სახის ტრანსპორტისთვის.

თავად ახალქალაქის მუნიციპალიტეტში რამდენიმე სოფლის საავტომობილო გზა გაუვალი ან ძნელად გასავლელია, სადაც, როგორც მერიაში აცხადებენ, გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
„ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია ზოგიერთი სოფლის, კოკიას, ბუზავეთის გზების თოვლზე გადაკეტვის შესახებ. იქ გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ძლიერი ქარის გამო გზები გამუდმებით დაფარულია თოვლით. ღამით თუ ქარი გაგრძელდა, არ გავხსნით. გზებს ღამით, მუშაობას დილიდან განვაახლებთ“, – თქვა ახალქალაქის მერმა, მელქონ მაკარიანმა.