ახალქალაქის ყოფილი სამხედრო ქალაქის N455 კორპუსის ავარიული სახურავი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯზე გარემონტდა. სამუშაოები დასრულებულია.

455-ე სახლის სახურავი 4 წელი ავარიულ მდგომარეობაში იყო, ბოლო, მეოთხე სართულზე, ბინები დაცარიელდა. წყლის შეკავება სათლებით სცადეს.  სახლის მცხოვრებლებმა დახმარებისთვის არაერთხელ მიმართეს მერიას, თუმცა უსახსრობის გამო ყოველთვის უარს ეუბნებოდნენ.  წელს ვითარება კრიტიკული გახდა.  მოსახლეობამ მერიასა და Jnews-ს მიმართა.

გოროდოკში“ მრავალსართულიანი შენობის სახურავი ავარიულ მდგომარეობაშია

თავდაპირველად მერიაში განცხადება უსახსრობის გამო უარყვეს, თუმცა Jnews-ის მასალის შემდეგ მერიის თანამშრომლებმა შენობა კიდევ ერთხელ შეაფასეს და სახურავის გარემონტებისთვის თანხა გამოყვეს. მცხოვრებლები სახურავის რეაბილიტაციით ძალიან კმაყოფილები არიან და ახალქალაქის მერიაში მადლობის წერილის გაგზავნას აპირებენ.

შენობის სახურავის რეაბილიტაციაზე ტენდერი ინდმეწარმე მამიკონ ჰოვანისიანმა მოიგო. მერიამ 60 000 ლარი გამოყო, მეწარმემ კი 52 000 ლარის ტენდერი მოიგო.

სამუშაოები უკვე დასრულებულია, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და სამშენებლო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, არა მოვსისიანის განცხადებით, სამუშაოები სათანადოდ დაასრულეს, თუმცა მიღება-ჩაბარების დოკუმენტი ჯერ ხელმოწერილი არ არის.