ავაშის პარკში, რომელიც ადგილობრივებში ცნობილია როგორც “მნდოს პარკი”, 11 ოქტომბერს სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. პარკის ქვის ღობე დემონტაჟდა, ტერიტორია ხეებისა და ბუჩქებისგან გასუფთავდა.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, რეაბილიტაციის შედეგად პარკს ფოტოზე ნაჩვენები ხედი ექნება.
ახალქალაქში ჯივანის პარკის აღდგენისთვის თავდაპირველად 639 232 ლარი გამოიყო. სამუშაოებზე ტენდერი “K-კომპანიამ” 580 000 ლარით მოიგო. მთლიანი ხარჯებიდან 82,2% სახელმწიფოს, 17,8% ადგილობრივი ბიუჯეტის შეტანილია.
სამუშაოები ორ ეტაპად გაიყოფა. 2022 წელს 525 486 ლარის ოდენობის სამუშაო განხორციელდება, 2023 წელს – 113 746 ლარის. 2022 წელს სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარულ დღეში უნდა განხორციელდეს, 2023 წელს კი – 120 დღეში.
პროექტის მიხედვით, გალამაზდება პარკის ტერიტორია: ცენტრში იქნება შადრევანი, კაფე, დამონტაჟდება ახალი სკამები, საბავშვო ატრაქციონები, სანაგვე ურნები, ორსართულიანი შადრევანი სასმელებითა და ღამის განათებით. პარკის პერიმეტრზე განთავსდება ველობილიკი
პარკის საერთო ფართობია 2904 კვ/მ.