ახალქალაქის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის სკოლაში პედაგოგების ვაკანსიები გამოცხადდა.
მიუხედავად იმისა, რომ სასწავლო წელი უკვე დაწყებულია, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ზოგიერთ სკოლაში ვაკანსიები გამოცხადდა. პერიოდულად მთავრობის ვებგვერდზე teacherjobs .ge სკოლებში ვაკანტური ადგილები თავისუფლდება.
10 ოქტომბრის მდგომარეობით ვაკანსიები შემდეგ სკოლებშია.
სოფელ კოთელიას საჯარო სკოლაში საჭიროა:
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 16 ოქტომბერი.
სოფელ კუმურდოს საჯარო სკოლას ბიოლოგიის მასწავლებელი მე-8, მე-9 და მე-10 კლასებისთვის ესაჭიროება. განაცხადებები 14 ოქტომბრამდე მიიღება.
სოფელ თახჩას სპეციალური მასწავლებელი ესაჭიროება. განცხადების ბოლოს ვადაა 14 ოქტომბერი. სოფელ თახჩაში მხოლოდ 3 მოსწავლეა.
სოფელ კულიკამის საჯარო სკოლა ქიმიის მასწავლებელს ეძებს. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 15 ოქტომბერი.