23 იანვარს სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგაშენში საბავშვო ბაღი გაიხსნა, რომლის მშენებლობაც 2020 წელს დაიწყო.სოფელ გოგაშენის საბავშვო ბაღში არა მარტო ადგილობრივი, არამედ სოფელ აფნიასა და ქარცეფის მცირეწლოვნებიც დადიან. საერთო ჯამში სკოლამდელ დაწესებულებაში 26 მოსწავლეა. საბავშვო ბაღში ერთი ჯგუფია, რომელიც სრულად არის დაკომპლექტებული.

სოფელ გოგაშენში საბავშვო ბაღი სახელმწიფოს დაფინანსებით აშენდა.

გოგაშენში საბავშვო ბაღის მშენებლობა დაგვიანებით დასრულდება