ახალქალაქის სკოლებში ფსიქოლოგები არ ჰყავთ, რაც განაპირობებს იმას, რომ ძალიან ხშირად ბავშვები ექვემდებარებიან მასწავლებლების ან თანატოლების მხრიდან ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას განიცდიან, არ არსებობს სპეციალისტი, რომელიც ასეთ შემთხვევებს აარიდებს ბავშვს, ან სწორ რჩევას მისცემს.
Jnews-ი წარმოგიდგენთ სიტუაციას, რომელიც ხშირად მეორდება სკოლის ასაკის ბავშვებს შორის, შემთხვევა რეალურია.
კლასში არამი (სახელი პირობითია) ერთადერთი მოსწავლეა, რომელიც ყოველთვის მზად არის გაკვეთილისთვის, დანარჩენებისგან განსხვავებით. არამი იძულებულია თქვას, რომ არც მან იცის გაკვეთილი, მაგრამ ასე არ იქცევა და მასწავლეველს შესრულებულ დავალებას აჩვენებს, რის შემდეგაც მასწავლებელი აქებს, დანარჩენებს კი შენიშვნას აძლევს. შედეგად, კლასელები არამისგან დისტანცირებას ახდენენ.
არამს სურს დედას უამბოს მომხდარის შესახებ, რომელიც თავის მხრივ, ასევე, ზემოქმედებს ბავშვზე, რის შედეგადაც არამი იღებს გადაწყვეტილებას, აღარ ისწავლოს გაკვეთილები, რათა მეგობრები ჰყავდეს.
რა უნდა გააკეთოს ასეთ სიტუაციაში მშობელმა და მასწავლებელმა, როცა კლასში მსგავსი ვითარება წარმოიქმნება? ეს ტიპიური ფსიქოლოგიური ზემოქმედებაა, ბავშვზე გავლენას ახდენს თანატოლების აზრი და მშობლის მიერ გაჟღერებული ბრალდება.
Jnews-მა სცადა ამ კონკრეტული შემთხვევის გაანალიზება ფსიქოლოგ ზარუჰი ზადოიანთან, რომელმაც ამ საკითხზე თავისი პროფესიული მოსაზრება აქვს.
„რაც შეეხება მასწავლებელს, საჭიროდ მიმაჩნია აღვნიშნო, რომ მისთვის ბევრად ადვილია სიტუაციის თავიდან აცილება, ვიდრე მისი გაკონტროლება და გადაჭრა. ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვებთან ყოველთვის ვისაუბროთ ასეთ საკითხებზე, რათა მათ ყველაფერზე ჰქონდეთ წარმოდგენა, იმიტომ, რომ ზოგჯერ ბავშვები ქვეცნობიერად ზემოქმედებენ ერთმანეთზე და ვერ აცნობიერებენ, რომ ეს ცუდია და მას შეიძლება ძალიან ცუდი შედეგები მოჰყვეს.
კონკრეტული შემთხვევა ხდება კლასში, ხოლო ფსიქოლოგიური ზეწოლა ემოციურად სიტყვიერი ფორმით ხდება. თუ გავაანალიზებთ ბავშვების ქცევას, მაშინ ბავშვის ეს ნაბიჯი ნამდვილად გამართლებულია.
მაგრამ თუ უკვე გვაქვს ის, რაც გვაქვს, მაშინ მიმაჩნია, რომ სწორია, რომ მშობელი ბავშვზე ზემოქმედების ნაცვლად, მასწავლებელს შეხვდეს, ბავშვებთან ერთად ჩაატარონ ახსნა-განმარტებითი სამუშაო, მაგრამ არა დასჯის სახით, არამედ მშვიდი ტონით ახსნან. მშობელი, რომელიც ბავშვის წახალისებისა და მხარდაჭერის ნაცვლად, მასზე დიდ ზეწოლას ახდენს, უკიდურესად არასწორია, რამაც, თავის მხრივ, შეიძლება გამოიწვიოს მრავალი ფსიქოლოგიური პრობლემა, როგორიცაა დანაშაულის გრძნობა.
და ბავშვი, რომელიც შინაგან კონფლიქტს განიცდის, წყვეტს აღარ ისწავლოს გაკვეთილები, რადგან საზოგადოებამ დააფიქრა, რომ არასწორია. ბრძოლის ნაცვლად შეგუების სურვილი უჩნდება, საიდანაც გამოსავალი მშობლისა და მასწავლებლის ერთობლივი მუშაობაა, არა მარტო კონკრეტულ ბავშვთან, არამედ მთელ კლასთან.
ახალქალაქის სკოლებში ფსიქოლოგები არ ჰყავთ.
ლიდა ალმასიანი