ფერმერები წუხან, რომ მოსავლიანობის სეზონის დასაწყისში წვიმისა და სიცივის გამო და ზაფხულის გვალვის შემდეგ, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში კარტოფილის მოსავლიანობა დაბალია. საშუალო ზომის კარტოფილის ფასი 80 თეთრია, მსხვილის 1-1,20 ლარი. ძლიერი ინფლაციისა და ფასების ზრდის ფონზე ასეთი მაჩვენებელი ითვლება, რომ დაბალია. გაიზარდა კარტოფილის ღირებულებაც.
კარტოფილის კრეფა ახალქალაქში
ფერმერების თქმით, ორთვიანი გვალვა უარყოფითად აისახა მოსავლიანობაზე. ზოგიერთ სოფელში მორწყვის შესაძლებლობა არ არის, წვიმის იმედი აქვთ. მიღებული მოსავლის ხარისხი დამოკიდებულია თესლზეც. თუ თესლი პირველი კლასისაა, მაშინ მოსავლის ხარისხი უკეთესია. ფერმერებმა ერთი კილოგრამი პირველი კლასის თესლი 1 ევროდ იყიდეს.
კარტოფილის მოსავლის აღება ახალქალაქში რამდენიმე კვირაა დაიწყო
მოსავლის აღების სეზონის დაწყებიდან უკვე ნათელი გახდა, რომ მოსავალი მოსალოდნელზე ნაკლები იქნებოდა. თუ ჩვეულებრივ, მოწრყვის გარეშე, ჰექტარზე მოსავალი საშუალოდ 10-12 ტონაა, ახლა, საუკეთესო შემთხვევაში, ფერმერები 5 ტონას იღებენ.
შემცირებული მოსავლიანობის გარდა, მოსავლის აღების პროცესი სავსეა სირთულეებით, რადგან გვალვის შედეგად გამაგრებული ნიადაგი ტრაქტორებით ამოთხრისას კარტოფილს აზიანებს.
მოსავლის აღება დილით ადრე იწყება და გვიან საღამომდე გრძელდება. ფერმერები ხშირად მუშებს ქირაობენ
კარტოფილს ძირითადად ქალები კრეფენ.
მძიმე ტომრების ტარება- მამაკაცის მოვალეობაა. წელს მოსავლის აღებისთვის მუშები დღეში 50-60 ლარს იღებენ
ბევრი მსხვილი ფერმერი მაშინვე ყიდის თავის მოსავალს მინდვრებიდან, ზოგს კი სახლში მიაქვს და ელოდება ფასის მატებას ან ერთიან კლიენტს
ჯელის ჯიშის პირველი კლასის კარტოფილი
კარტოფილი სახლში მიაქვთ სატვირთო მანქანებით
ან ტრაქტორებით.
შარშანდელთან შედარებით, წელს მოსავლის აღების პერიოდში კარგი ამინდია, თუმცა ამის მიუხედავად ფერმერები ცდილობენ სწრაფად აიღონ მოსავალი.