ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე akhalkalaki.ge მომხმარებლები იბნევიან. ვებგვერდის მონაცემებით, ახალქალაქში ორი მერი მუშაობს: მელქონ მაკარიანი და იურიკ უნანიანი. სიტუაციაში გარკვევას JNEWS-ი შეეცადა.

ვებ-გვერდ akhalkalaki.ge-ს მომხმარებელი მუნიციპალიტეტის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის „სტრუქტურა“ განყოფილებაში „მერიის“ ღილაკზე დაჭერით კითხულობს, რომ ახალქალაქის მერი მელქონ მაკარიანია, თუმცა როცა წითლად მონიშნული ღილაკით „მერიას“ სტრუქტურების საქმიანობის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად, ირკვევა, რომ მერი არის იურიკ უნანიანი. აღსანიშნავია, რომ იურიკ უნანიანი ახალქალაქის მერი იყო 2017 წლიდან. ასევე აღსანიშნავია, რომ იგივე წერია საიტის სომხურ და ქართულ ვერსიებში.

 

akhalqalaqi 1

საიტზე წერია ახალქალაქის მოქმედი მერის მელქონ მაკარიანის სახელი და გვარი

Unanyan

ფოტოზე ახალქალაქის ყოფილი მერი იურიკ უნანიანია

JNEWS-ი დაუკავშირდა მერს, მელქონ მაკარიანს, რათა გაერკვია ამ და საიტზე განთავსებული სხვა უზუსტობებისა და დამაბნეველი ინფორმაციის რეალური მიზეზი.

„ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა საიტი akhalkalaki.ge-ის akhalkalaki.gov.ge-ით ჩანაცვლებაზე და ძველი ვერსია წაიშლება. ამასთან, შეიქმნება საზოგადოებრივი საბჭო, რომელსაც დეტალურად წარადგენს მახარა მაცუკატოვი“, – თქვა ახალქალაქის მერმა მელქონ მაკარიანმა.

მისივე ინფორმაციით, ეძებენ IT-სპეციალისტს, რომელიც ვებგვერდის საკითხებით იქნება დაკავებული, ვაკანსია უახლოეს დღეებში გამოცხადდება.

უკვე ახალი საიტი akhalkalaki.gov.ge-სთვის მერია თვეში 50 ლარს გადაიხდის, გვერდს მეტი შესაძლებლობა ექნება.

დავამატებთ, რომ მერს უკვე ერთი თვეა, რაც PR-მდივანი ჰყავს. ის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ფეისბუქ გვერდს მართავს.

აღსანიშნავია, რომ მელქონ მაკარიანი ახალქალაქის მერად თითქმის ერთი წლის წინ აირჩიეს (ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2021 წლის 2 ოქტომბერს გაიმართა). გამოდის, რომ ერთ წელიწადში ვერ მოხერხდა ყოფილი მერის შესახებ ინფორმაციის  რედაქტირება, რომელიც 2017-2021 წლებში მუშაობდა.