ახალქალაქის ზრდასრულთა განათლების ცენტრი „ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობის“ პროექტს ახორციელებს, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივ ქალებს მიაწოდოს საჭირო ცოდნა და უნარები საკუთარი ბიზნესის საწარმოებლად. ამ მიზნით ზრდასრულთა განათლების ცენტრი სხვადასხვა კურსებზე ქალების მიღებას აცხადებს.
პროექტის ფარგლებში ახალქალაქის ზრდასრულთა განათლების ცენტრი 18 წელზე უფროსი ასაკის ქალებს სთავაზობს ტრენინგ კურსებს, რომლებიც მომავალში მისცემს მათ ბიზნესის დამოუკიდებლად მართვის უნარებსა და კომპეტენციებს, ლიდერობის უნარებს განუვითარებს. პროექტის ფარგლებში მონაწილეები შეძლებენ დაეუფლონ სხვადასხვა ხელობას, გაიარონ ტრენინგები პროექტებისა და ადვოკატირებისათვის ფინანსების მოძიებაში, განავითარონ ლიდერობის და ბიზნეს უნარები, ისწავლონ ციფრული მარკეტინგის საფუძვლები და გაიგონ კომპიუტერული ტექნოლოგიები.
ბუღალტრული კურსები. 4-თვიანი კურსი, კვირაში ორი დღე 2 საათიანი მეცადინეობები.
კურსში ჩართულია: ბუღალტრული აღრიცხვის არსი, სახეობები, მეთოდები, ამოცანები, პრინციპები. ბუღალტრული დოკუმენტაციის კლასიფიკაცია; ბალანსი; მოგება და ზარალი. ორგანიზაციის შექმნასთან დაკავშირებული პროცედურები: თანხისა და მატერიალური აქტივების შენატანი საწესდებო კაპიტალის სახით; მომსახურებისა და საქონლის ადგილობრივი შესყიდვის ოპერაციები; მომსახურებისა და საქონლის გაყიდვა. სახელფასო აღრიცხვა – ნაღდი, ნატურალური ფორმით, პრემიები, დივიდენდები. ძირითადი საშუალებების აღრიცხვა; ხარჯთაღრიცხვა. წლიური შედეგების გაანგარიშება როგორც სააღრიცხვო, ასევე საგადასახადო თვალსაზრისით. საგადასახადო კოდექსის ძირითადი საკითხები; გადასახადები მოგებაზე, შემოსავალზე, ქონებაზე, დღგ. მუშაობა შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე (rs.ge).
ლიდერული თვისებების განვითარება 5 ტრენინგ კურსს ითვალისწინებს. ტრენინგები ჩატარდება ისეთ საკითხებში, როგორიცაა:
· კონფლიქტების მართვა (1 დღე)
· ეფექტური კომუნიკაცია (კომუნიკაციური უნარების ფორმირება) (1 დღე)
· ფანდრაიზინგის საფუძვლები (2 დღე)
· მრავალფეროვნების მართვა (1 დღე)
სამოქალაქო აქტიურობა
ჩატარდება სამდღიანი ტრენინგი ქალთა უფლებების, გენდერული თანასწორობის, ადრეული ქორწინებისა და სამოქალაქო აქტივიზმის შესახებ.
ადვოკატირება
3 დღიანი ტრენინგი ადვოკატირების საკითხებზე. აღნიშნული ტრენინგი უკეთ ფიქრის და საკუთარი სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაზიარების და ადგილობრივი პრობლემების გადაჭრაში საკუთარი როლის დანახვის საშუალებას იძლევა, რაც შემდგომში ხელს შეუწყობს მონაწილეთა ლიდერული უნარების განვითარებას. მონაწილეები გაეცნობიან შემდეგ საკითხებს:
1. ადვოკატირების არხები და მისი მნიშვნელობა;
2. პრობლემის ანალიზი და გამოვლენა;
3. ლობირება, ზეგავლენა და ხმის მიწოდება;
4. სიმულაციური თამაშები;
5. ადვოკატირების შეფასება.
პროექტი 4 თვეზეა გათვლილი. პროექტში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა შემდეგ ნომერზე დარეკვა: 595562505