დღეს, 26 სექტემბერს, სოფელ ხოსპიოსთან, ავტომაგისტრალზე უბედური შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს Lada-ს და Opel-ის მარკის მსუბუქი ავტომობილები შეეჯახა, ერთი მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილზე მივიდა სასწრაფო დახმარების მანქანა, რომელმაც დააფიქსირა ერთ-ერთი ავტომობილის მძროლის, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის (1960 წელს დაბადებული) მცხოვრების გარდაცვალება. სასწრაფო სამედიცინო დახმარების მუშაკების თქმით, დანარჩენებს მცირე სისხლჩაქცევები აღენიშნებათ, მათ ჰოსპიტალიზაციაზე უარი თქვეს.

ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის თანამშრომლებიც.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მართვისა და ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია (ისჯება თავისუფლების აღკვეთით 4-დან 7 წლამდე ვადით თანამდებობების დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით 3 წლამდე).

авария2

авария

DSC_3484