გუშინ, 28 მაისს, ახალქალაქი-ასპინძის გზაზე ავარია მოხდა. მსუბუქი ავტომობილი კლდეს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, ისინი ახალციხისა და თბილისის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

შემთხვევის დროს მანქანაში 4 ზრდასრული და ერთი ბავშვი იმყოფებოდა. მათგან ორი
მძიმედ არ დაშავებულა და მათი საავადმყოფოში დარჩენის საჭიროება არ იყო.

ბავშვი ახალციხის კლინიკაში გადაიყვანეს, რადგან გუშინ, როგორც დაშავებულების თანასოფლელებმა Jnews-ს განუცხადეს, ბავშვს აქვს ფეხი მოტეხილი.

მძღოლმა ბარძაყის მოტეხილობა მიიღო და ახალქალაქის საავადმყოფოდან ახალციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

„მამა-შვილი ახალციხეში არიან, დედა კი თბილისში. მამა-შვილმა ფეხები მოიტეხეს, დედამ კი შინაგანი ორგანოების დაზიანებები მიიღო, მას ჩაუტარდა ოპერაცია. ყველას მდგომარეობა სტაბილურია, მათ სიცოცხლეს არაფერი ემუქრება. ახალქალაქის საავადმყოფოდან ქალბატონი თბილისში გუშინ ღამით გადაიყვანეს“, – აცხადებენ სოფლის მცხოვრებლები.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 28 მაისს, ახალქალაქი-ასპინძის გზატკეცილზე მსუბუქი ავტომობილი კლდეს შეეჯახა. დაზარალებულები ახალქალაქის რაიონის სოფელ გომანიდან არიან.