საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ პროგრამა „რძის წარმოების მოდერნიზაცია და მეურნეობის განვითარება“ დაიწყო. პროგრამა სოფლის მეურნეობის განვითარების ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ფერმერებს შეუძლიათ მიიღონ დაფინანსება მეცხოველეობის განვითარების სხვადასხვა პროგრამისთვის.

12 სექტემბრიდან სოფლის განვითარების სააგენტომ ამ პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება უკვე დაიწყო. განაცხადების მიღების ვადა არ არის მითითებული, განაცხადებები მიიღება პროგრამის ბიუჯეტის დასრულებამდე, რომელიც 12 მილიონი ლარია.

განაცხადის შეტანა შეუძლია, როგორც ინდივიდუალურ ფერმერებს, ასევე, კოოპერატივებს და ინდმეწარმეებს, რომლებიც ქართველ ფერმერთა ბაზაში არიან რეგისტრირებულნი.

განაცხადი იგზავნება ონლაინ, ვებგვერდზე rda.cov.ge

თითოეულ განმცხადებელს შეუძლია დაწეროს პროგრამა ერთი მიმართულებით. პროგრამა აფინანსებს პროექტებს შემდეგი 5 მიმართულებით:

1. პირველადი რძის წარმოება
თუ განმცხადებელი ქალია, პროექტი  80%-ით ფინანსდება (დარჩენილი 20%-ის ინვესტიციას თავად განმცხადებლი დებს), მაქსიმუმ 30 000 ლარი, მამაკაცებისთვის – 60%, მაქსიმუმ 30 000 ლარი.

2. ხელოვნური განაყოფიერება და ვეტერინარული მომსახურება
სახელმწიფო აფინანსებს პროექტის ხარჯების 70%-ს, მაქსიმუმ 42 000 ლარამდე.

3.1 საშუალო წარმოების რძის გადამუშავება
დაფინანსებულია პროექტის ხარჯების 50%, მაქსიმუმ 80 000 ლარი.

3.2 რძის შეგროვების პუნქტი
დაფინანსებულია პროექტის 60%, მაქსიმუმ 108 000 ლარი.

3.3 რძის მცირე წარმოების დამუშავება
დაფინანსებულია პროექტის 70%, მაქსიმუმ 31 000 ლარი.

3.4 რძის შეგროვების პუნქტი საზაფხულო საძოვრებზე
დაფინანსებულია პროექტის 70%, მაქსიმუმ 28 000 ლარი.

4. ახალგაზრდებისთვის ალტერნატიული საქმიანობა- 100 კვ.მ ფართობის სათბურების მშენებლობა. მონაწილეობა შეუძლიათ 18-დან 35 წლამდე მამაკაცებს, 18-დან 40 წლამდე ქალებს.
განმცხადებელ-ქალთა პროგრამები ფინანსდება 90%-ით, მაქსიმუმ 8000 ლარით, მამაკაცებისთვის 80%-ით, მაქსიმუმ 8000 ლარით.

5. რძის პირველადი გადამამუშავებელი მაღაზიების სახურავებზე მზის პანელების დამონტაჟება.
ქალებისთვის სახელმწიფო დაფინანსების წილი 90%-ია, მაქსიმუმ 20 000 ლარი, მამაკაცებისთვის 80%, მაქსიმუმ 20 000 ლარი.

გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობისას ტერიტორია უნდა იყოს განმცხადებლის საკუთრება ან განმცხადებელს უნდა ჰქონდეს ტერიტორიის იჯარის ხელშეკრულება არანაკლებ 5 წლით. პროგრამის ერთ-ერთი პირობაა, რომ საშუალო წარმოების ქარხნის ასაშენებლად უნდა იყოს მინიმუმ 8 თანამშრომელი, მცირე საწარმოო ქარხნისთვის – მინიმუმ 2 თანამშრომელი. ყველა დასაქმებული უნდა იყოს რეგისტრირებული ქართველ ფერმერთა ბაზაში.

მცირე საწარმოო მეურნეობა არის ქარხანა, რომელიც 24 საათში 1-ტონამდე რძეს ამუშავებს, საშუალო წარმოება – 1-დან 10 ტონამდე რძე დღეში, ხოლო 10 ტონაზე მეტი – რძის ფართომასშტაბიანი წარმოება.

რჩევისა და დეტალური ინფორმაციისთვის მიმართეთ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარებისა და სოფლის მეურნეობის სააგენტოს ახალქალაქის საკონსულტაციო-საინფორმაციო ცენტრს.