სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეგისტრაცია უფასო იქნება და გრაფიკის მიხედვით წარიმართება.

2022 წლის იანვრიდან მუნიციპალიტეტების მერიები აღარ იქნებიან ჩართული მოსახლეობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ლეგალიზაციისა და იდენტიფიკაციის პროცესში. 2022 წლიდან 2024 წლამდე მიწის რეგისტრაციის მთელ პროცესს საჯარო რეესტრი განახორციელებს. 2022-2024 წლებში მიწის ნაკვეთების ეტაპობრივი რეგისტრაცია განხორციელდება, ამდენად, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა გარკვეულ გრაფიკში მოექცევა.

იმ შემთხვევაში, თუ მესაკუთრე დანიშნულ ვადაში დაარეგისტრირებს მიწას, მაშინ მთელი პროცედურა (აერო გადაღება, დოკუმენტების მოძიება, რეგისტრაცია და ა.შ.) უფასო იქნება.

თუ ადამიანს  მიწის დარეგისტრირება გრაფიკის გარეშე სურს, მაშინ პროცედურა ფასიანი იქნება. 2022 წლიდან 2024 წლამდე მიწის რეგისტრაციას საჯარო რეესტრი განახორციელებს.

პროცედურების გავლას ასევე უფასოდ შეძლებენ პირები, რომლებმაც საბუთები 2022 წლის 1 იანვრამდე წარადგინეს და მათი მიწის რეგისტრაცია მიმდინარეობს.

ამ დროისთვის რეგისტრაციის პროცესი შეჩერებულია, რადგან საჯარო რეესტრში მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

აქ მოცემულია საკადასტრო დაგეგმარების, აზომვითი სამუშაოების განხორციელების გრაფიკი კონკრეტულ სოფლებში და უფრო ზუსტად ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლის ტერიტორიულ ერთეულებში.

2022 წლის ნოემბერი – სოფელი დილისკა

2023

კარწახი – მარტი
სულდა – მარტი
აზავრეთი – მარტი
პტენა – სექტემბერი
კოჩიო – ივნისი
ალასტანი – ივნისი
ტურცხი- ივნისი
კოთელია – აგვისტო
ბარალეთი – აგვისტო
ზაქი – აგვისტო
არაგვა – აგვისტო
ჩუნჩხა – აგვისტო
ხანდო – აგვისტო

2024
ახალქალაქი – მაისი
ხავეთი – მაისი
ოკამი – მაისი
კარტიკამი -სექტემბერი
კუმურდო – სექტემბერი
ვაჩიანი – სექტემბერი
ხოსპიო – სექტემბერი
გოგეშენი – სექტემბერი