ახალქალაქელმა ინდმეწარმემ ანატოლი ოგანესიანმა ევროკავშირის დახმარებით სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სასოფლო-სამეურნეო ძაფის ერთადერთი წარმოება – თივის ტუკების ძაფები დააარსა. მთელ საქართველოში ეს უკვე მეორე ასეთი წარმოებაა.
2020 წელს მონაწილეობა მიიღო LAG -ის ლოკალური განვითარების ჯგუფი – კონკურსში ევროკავშირის ENPARD-2 პროგრამის ფარგლებში და გრანტი მოიპოვა. პროექტის ღირებულება 140 000 ლარი იყო, საიდანაც 75 000 ევროკავშირის გრანტი, დანარჩენი კი, მეწარმის თვითდაფინანსებაა.
საქართველოში სასოფლო-სამეურნეო ძაფებზე მოთხოვნა იყო, რადგან შესაფუთი ბაწრის (შპაგატის) მწარმოებელი ქვეყანაში მხოლოდ ერთი საწარმო იყო. წარმოების დაწყებამდე “შპაგატი” ახალქალაქში სხვა ქვეყნებიდან შემოჰქონდათ: ბელორუსია, უკრაინა.
ოგანესიანის თქმით, ისინი სეზონურად მუშაობენ.
„ერთი თვე დღე და ღამე ვმუშაობთ, შემდეგ მთელი წელი ვყიდით მზა პროდუქტს. გვაქვს სეზონური სამუშაოები. თავიდან ვიღებთ ნახევარფაბრიკატს, შემდეგ ვამუშავებთ საბოლოო პროდუქტად – ძაფად. ჩვენ რეგიონში ერთადერთი ვართ“, – ამბობს მეწარმე.
მეწარმე ანატოლი ოგანესიანი კმაყოფილია. საწარმოში რვა ადამიანმა იპოვა სამუშაო, მაგრამ სამუშაო არ არის მუდმივი. ცუდი ის არის, რომ ოგანესიანის თქმით, მუშების პოვნა ძალიან რთულია.
საქონელს ყიდიან ახალქალაქში, ახალციხეში, ნინოწმინდაში, ასპინძაში, კახეთში, თბილისში. 9 კგ-იანი მურგვი 75 ლარად იყიდება. ნედლეულს საუდის არაბეთიდან იღებენ.
„ახლა სხვა ქვეყნებიდანაც ჩამოაქვთ, მაგრამ ფასები არ გვაშინებს, კონკურენტუნარიანები ვართ, უკვე შევედით ამ პროდუქტის ბაზარზე, ჩვენმა მომხმარებელმა დააფასა ჩვენი ძაფის ხარისხი, კარგი ხარისხი გვაქვს“, – ამბობს ანატოლი ოგანესიანი.
ანატოლის ოჯახმა სხვადასხვა ბიზნესი დააყენა ფეხზე. მან, ახალგაზრდა მეწარმემ, დროულად მოახერხა სწორი ბიზნეს იდეის პოვნა და დაფინანსების მოპოვება. დღეს უკვე საგრანტო ფონდებზე დაფუძნებული ბიზნესი თავად ვითარდება, დახმარების გარეშე.