ახალქალაქის “სურბ ხაჩის” ეკლესიის ეზოში თვის განმავლობაში, ყოველ პარასკევს, ცეკვის ღია გაკვეთილები გაიმართება. გაკვეთილებს ჩაატარებს ცეკვის მასწავლებელი ნასლეტ ქეიანი. მას ეხმარებიან სომეხთა სამოციქულო ეკლესიის სამცხე-ჯავახეთის ეპარქიის დაქვემდებარებაში მყოფი საცეკვაო ჯგუფის „ზარტონქის“ ბავშვები.

დღეს, 22 ივლისს, “სურბ ხაჩის” ეკლესიის ეზოში ცეკვის მეორე ღია გაკვეთილი გაიმართა.

ღია გაკვეთილების ჩატარების იდეა სომხური სამოციქულო ეკლესიის სამცხე-ჯავახეთის ეპარქიის დაქვემდებარებაში მყოფი, ანსამბლ “ზარტონქის”  მასწავლებელ ნასლეტ ქეიანს ეკუთვნის.

par2

“გადავწყვიტე, ზაფხული უფრო საინტერესო გამეხადა და ეკლესიის ეზოში ცეკვის გაკვეთილები ჩამეტარებინა. ტერ ნშან ჰამაიაკიანმა მხარი დამიჭირა და ეკლესიის ეზო დამითმო. ყოველ ჯერზე ვსწავლობთ სხვადასხვა ცეკვას, სხვადასხვა სტილს. უკვე მივიღე კარგი შეფასებები და იმედი მაქვს მეტი ხალხი მიიღებს მონაწილეობას ამ ღია გაკვეთილებში. ასაკი შეზღუდული არ არის, ძირითადად სომხურ ცეკვებს ვასწავლით, მაგრამ მინდა, რომ შემდეგ ჯერზე ქართული ცეკვები ისწავლონ“, – თქვა ნასლეტ ქეიანმა.

par1

ცეკვის ღია გაკვეთილები ტარდება ყოველ პარასკევს, 16:00 საათზე, “სურბ ხაჩ” ეკლესიის ეზოში. გაკვეთილებს ესწრებიან სომხური სამოციქულო ეკლესიის სამცხე-ჯავახეთის ეპარქიის ქვეშ მოქმედი ჯგუფის “ზარტონკის” ბავშვები და ცეკვის მოყვარული მოსახლეობა. დასაწყისში ნასლეტი აჩვენებს და ასწავლის ცეკვის ელემენტებს, შემდეგ კი შეკრებილი ჯგუფი იწყებს მუსიკის თანხლებით  ცეკვას. ჯგუფის წევრები სხვადასხვა ასაკის არიან.

წინა გაკვეთილზე ნასლეტმა აჩვენა „ეჩმიაძინის“, „ლორკეს“ და „ქოჩარის“ ცეკვების ელემენტები. დღეს ისწავლიან “თამზარას” და “კერძის” ცეკვების ელემენტებს.

მსურველებს შეუძლიათ შეუერთდნენ ყოველ პარასკევს, 16:00 საათზე.

par3