ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მურჯახეთში, მდინარე კრხბულახზე, ძველ ხიდთან ახლოს, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად ითვლება, ახალი ხიდის მშენებლობა დაიწყო ძველი ისტორიული ძეგლის განადგურებისაგან გადასარჩენად.

ავტომანქანებისა და ფეხით მოსიარულეთათვის ხიდის მშენებლობა სახელმწიფო სახსრებით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანადაფინანსებით, ხორციელდება. მშენებლობაზე ტენდერი შპს „მშენ+“-მა 584 350 ლარის ოდენობით მოიგო, საიდანაც 49 218 ლარი მუნიციპალიტეტის დაფინანსებულია, 535 132 ლარი – სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი.

მშენებლები ამ წუთებში ხიდის ბაზის მშენებლობაზე, ბაზის რკინის კონსტრუქციების მონტაჟზე მუშაობენ. სამშენებლო ობიექტზე მხოლოდ 10 ადგილობრივი მუშაობს, თუმცა კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის ნოდარ გოგოლაშვილის თქმით, საჭიროების შემთხვევაში, სხვა მუშებსაც ჩაერთვებიან.

„ხიდის საძირკველის სამუშაოებს ვასრულებთ, ვავსებთ მიწით და ზედა ნაწილზეც გადავალთ. ამჟამად პრობლემა არ გვაქვს, თავდაპირველად წყლის ამოღება გაჭირდა, რათა ხელი არ შეეშალა ხიდის ძირის აგებისთვის, მაგრამ მოვაგვარეთ. ზედა სამუშაოებს რომ დავიწყებთ, წყალი აღარ შეგვიშლის ხელს“, – აღნიშნავს იგი.

ახალი ხიდი ძველ ხიდთან შენდება, რომელიც უკვე ნადგურდება. ის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, მის აღდგენას ნებართვა, დიდი თანხები და დრო სჭირდება, ამიტომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა ახალი ხიდის აშენება, რათა ისტორიული ძეგლი მთლიანად არ ჩამოინგრეს.

ახალი ხიდი ძველზე 1 მ-ით მაღლა იქნება, სიმაღლე – 2,80 სმ, სიგანე – 5 მ, მოეწყობა ტროტუარი ფეხით მოსიარულეთათვის, ორივე მხრიდან ბეტონის ღობე, ხიდი მოასფალტდება და მთავარ გზას დაუკავშირდება.

ნოდარ გოგოლაშვილის თქმით, სამუშაოები ნოემბრის ბოლომდე დასრულედება. ის დარწმუნებულია, რომ ვადაში ჩაეტევიან.

mostmurjaxet