ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აბულში სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. ამისათვის 167 297.00 ლარი გამოიყო.

სოფელ აბულის საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. აშენდება საპირფარეშო, ანტისეპტიკი და ახალი საკლასო ოთახები, ასევე გაიყვანენ წყალგაყვანილობის სისტემას.

1

ყველა ზემო აღნიშნული სამუშაოებისათვის გამოყოფილი იყო 167 297.00 ლარი. ტენდერი კომპანია “ენერგოგზამ”137 000.00 ლარით მოიგო. კომპანია “ენერგოგზის” წარმომადგენლის თქმით, სამუშაოები ორ კვირაზე მეტი ხნის წინ დაიწყო. მისი მტკიცებით, თუკი ამინდი შეუწყობს ხელს, ორი თვის შემდეგ სამუშაოები დასრულებული იქნება.

2

2020 წელს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 11 სკოლა გარემონტდება. ამ სკოლებში, ძირითადად, სველი წერტილების აშენება იგეგმება.