ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში ადგილობრივი ბიუჯეტიდან საბავშვო ბაღების მშენებლობა დაფინანსდება. მშენებლობაზე გამოყოფილი ჯამური თანხა 475 000 ლარია.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ხანჩალში, როდიონოვკასა და ყულალისში ბავშვებს სკოლამდელი განათლების მიღების შესაძლებლობა ექნებათ.

სოფელ პატარა ხანჩალისთვის 220 000 ლარია გამოყოფილი. შერჩევა-შეფასების პროცესი ამჟამად მიმდინარეობს. კონკურსში ორი კომპანია მონაწილეობდა – შპს «მეგობრობა-5» და K-Company.

შპს „მეგობრობა-5“ დისკვალიფიცირებული იყო და ტენდერში კომპანია „კ-კომპანიმ“ გაიმარჯვა, რომელმაც ყველა სამუშაოზე 208 420 ლარი შესთავაზა.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტმა სოფელ როდიონოვკას საბავშვო ბაღისთვის 150 000 ლარი გამოყო. კონკურსში მხოლოდ ერთი კომპანია მონაწილეობდა – „K-Company“, რომელმაც ტენდერში 142,00 ლარით გაიმარჯვა. ხელშეკრულება 2022 წლის 16 მარტს გაფორმდა, მისი დასრულების ვადა გაფორმების დღიდან 269-ე დღეს იწურება.

სოფელ ყულალისის საბავშვო ბაღისთვის სოფლის სკოლის პირველი სართული კეთილმოეწყობა. გამოყოფილი თანხა 120 000 ლარია. ტენდერში ორი კომპანია მონაწილეობდა – შპს „ოვალი“ და შპს „დიანა“. კონკურსში შპს „დიანამ“ 106 442 ლარით გაიმარჯვა, თუმცა კომპანია დისკვალიფიცირებული იქნა და სამუშაო  შპს „ოვალს“ გადაეცა, რომელმაც სამუშაოს შესრულება 107 750 ლარად აიღო.

მიმდინარეობს შეფასების/შერჩევის ეტაპი.